{"product_id":"invisible-stick-spf50","title":"ტოპიკრემი - უხილავი მზისგან დამცავი სტიკი SPF50+","description":"\u003cp\u003e\u003cstrong\u003eSUN PROTECT უხილავი მზისგან დამცავი სტიკი SPF50+\u003c\/strong\u003e იცავს მთელი ოჯახის \u003cstrong\u003eმგრძნობიარე კანს 3 წლის ასაკიდან\u003c\/strong\u003e. ეს უსუნო მზისგან დამცავი სტიკი განკუთვნილია სახის და ყველა ღია მგრძნობიარე ზონის (ტუჩები, ხალები, ნაწიბურები, ტატუები და ა.შ.) დასაცავად.\u003c\/p\u003e\n\u003cp\u003e \u003c\/p\u003e\n\u003cp\u003eძალიან მაღალ SPF50+ მზისგან დაცვას უზრუნველყოფს ფართო სპექტრის UVA\/UVB ორგანული მზის ფილტრები. ჩვენი \u003cstrong\u003eSPF50+ მზისგან დამცავი სტიკი\u003c\/strong\u003e ასევე გვეხმარება ფოტო-დაბერების პრევენციაში და ამავდროულად ატენიანებს კანს 8 საათის განმავლობაში*.\u003c\/p\u003e\n\u003cp\u003e \u003c\/p\u003e\n\u003cp\u003eჩვენი SUN PROTECT უხილავი მზისგან დამცავი სტიკის SPF50+ \u003cstrong\u003eმსუბუქი, დნობადი ტექსტურა მარტივად დაიტანება და სწრაფად შეიწოვება\u003c\/strong\u003e. იგი არ ტოვებს კვლას და ცხიმიანობას.\u003c\/p\u003e\n\u003cp\u003e\u003cbr\u003eმისი ულტრა-პრაქტიკული სტიკის ფორმატის წყალობით, რომელიც შეგიძლიათ თან \u003cstrong\u003eატაროთ ყველგან\u003c\/strong\u003e, ზაფხულსა თუ ზამთარში, \u003cstrong\u003eაღარ გჭირდებათ სახეზე ხელის შეხება ან ხელების კრემით დასვრა\u003c\/strong\u003e: მზისგან დაცვა, რომლის მარტივად გამოყენებაც მთელ ოჯახს სიამოვნებას მიანიჭებს.\u003c\/p\u003e\n\u003cp\u003e \u003c\/p\u003e\n\u003cp\u003eწყალგამძლე. არაკომედოგენური. არ წვავს თვალებს.\u003c\/p\u003e\n\u003cp\u003e \u003c\/p\u003e\n\u003cp\u003eტესტირებულია დერმატოლოგიური და ოფთალმოლოგიური კონტროლის ქვეშ მგრძნობიარე კანზე.\u003c\/p\u003e\n\u003cp\u003e \u003c\/p\u003e\n\u003cp\u003eSUN PROTECT ხაზით, TOPICREM ზრუნავს გარემოზე ზემოქმედების შემცირებაზე:\u003cbr\u003eSUN PROTECT უხილავი სტიკის (SPF50+) ფორმულა შექმნილია ისე, რომ მინიმუმამდე დაიყვანოს მისი გავლენა საზღვაო ეკოსისტემაზე**. ჩატარებულია ტესტირებები წყლის ბიომრავალფეროვნების 3 სახეობაზე: მარჯნებზე, წყალმცენარეებსა და კნიდარიებზე***.\u003c\/p\u003e\n\u003cp\u003e\u003cbr\u003eშენიშვნები:\u003cbr\u003e*ინსტრუმენტული ტესტირება 10 მონაწილეზე.\u003cbr\u003e**ინგრედიენტების ეკოტოქსიკურობის შეფასება.\u003cbr\u003e***წყალმცენარეების ტესტი: in vitro ეკოტოქსიკურობის შეფასება საზღვაო წყალმცენარეებზე (სატესტო სახეობა Phaeodactylum tricornutum) ISO 10253 სტანდარტის მიხედვით.\u003cbr\u003eმარჯნის ტესტი: in vitro ეკოტოქსიკურობის შეფასება მარჯნის ნიმუშებზე (სატესტო სახეობა Seriatopora hystrix) 96 საათის შემდეგ.\u003cbr\u003eკნიდარიების ტესტი: in vitro ეკოტოქსიკურობის შეფასება კნიდარიების უჯრედებზე (სატესტო სახეობა: ხმელთაშუა ზღვის ანემონი, Anemonia viridis).\u003c\/p\u003e","brand":"Topicdevelop","offers":[{"title":"Default Title","offer_id":45418730258466,"sku":null,"price":120.0,"currency_code":"GEL","in_stock":true}],"thumbnail_url":"\/\/cdn.shopify.com\/s\/files\/1\/0801\/6356\/9698\/files\/PRODUIT-SUN-PROTECT-STICK-INVISIBLE-Visuel1_1b65f83e-eeb5-4e43-bfb4-e3459728d031.jpg?v=1779391908","url":"https:\/\/topicrem.ge\/products\/invisible-stick-spf50","provider":"TOPICREM Georgia","version":"1.0","type":"link"}