CICA+ : გაღიზიანებული კანისათვის

CICA+ : გაღიზიანებული კანისათვის

CICA+ არის TOPICREM-ის აღმდგენი ხაზი, რომელიც აღადგენს და ამშვიდებს გაღიზიანებებს, ნაწიბურებს, იარებსა და სტრიებს კანზე, თქვენი ცხოვრების ნებისმიერ ეტაპზე.

CICA+ : გაღიზიანებული კანისათვის

CICA+ რუტინა გაღიზიანებული კანისათვის

TOPICREM CICA+ ტანისათვის, ტოპიკრემის აღმდგენი ხაზი კანის ზედაპირული ნიშნებისა და გაღიზიანებებისთვის.
ყოველდღიურობის საშიშორებები

ყოველდღიურობის საშიშორებები

ნაკაწრები, მზისგან, ცეცხლისგან ან ცვილისგან გამოწვეული დამწვრობები და სიწითლე, აკნეს ნაწიბურები ან მცირე დაზიანებები... ჩვენი კანი ხშირად განიცდის სხვადასხვა გამოცდას ყოველდღიურ ცხოვრებაში. მცირე ჭრილობის ან ზედაპირული დაზიანების შემთხვევაში, მნიშვნელოვანია კანის გაწმენდა და შესაბამისი მოვლის საშუალების გამოყენება, რათა თავიდან ავიცილოთ ხანგრძლივი ნაწიბურების გაჩენა.

Topicrem CICA+ ხაზი შექმნილია გაღიზიანებული და მგრძნობიარე კანისთვის. ყველაზე ნაზი კანის ტიპებისთვის შექმნილი ტოპიკრემის ზოგიერთი პროდუქტი განკუთვნილია ჩვილებისთვის, ბავშვებისთვის, ორსული და მეძუძური ქალებისთვის და მოზრდილებისთვის.

CICA+ კანის ეფექტური აღდგენისთვის ზედაპირული ჭრილობების დროს

CICA+ კანის ეფექტური აღდგენისთვის ზედაპირული ჭრილობების დროს

CICA+ არის ტოპიკრემის ხაზი, რომელიც აღადგენს ეპიდერმისს და ამშვიდებს კანის ზედაპირულ დაზიანებებს და გაღიზიანებებს ცხოვრების ნებისმიერ ეტაპზე. ტოპიკრემის CICA+ ტანისა და სახის პროდუქტები შექმნილია მგრძნობიარე, დასუსტებული ან გაღიზიანებული კანის მოსავლელად. ორსულობამ, დერმატოლოგიურმა პროცედურამ ან თუნდაც უბედურმა შემთხვევამ შეიძლება დააზიანოს ეპიდერმისი და გამოიწვიოს კანზე ნიშნების (სტრიები, მცირე დაზიანებები, ზედაპირული გაღიზიანება და ა.შ.) გაჩენა, რომელთა შემცირება რთულია და შეიძლება გავლენა მოახდინოს თქვენს კეთილდღეობაზე. ტოპიკრემის CICA+ ხაზი ამშვიდებს, აღადგენს და იცავს კანს თავის მოვლის ეფექტური საშუალებების წყალობით.

TOPICREM CICA+ დაზიანებული კანის აღმდგენი კრემი

CICA+ დაზიანებული კანის აღმდგენი კრემი სპეციალურად შექმნილია ჩვილების, ბავშვებისა და მოზრდილების კანის გაღიზიანებების დასამშვიდებლად, მათ შორის: დახეთქილი კანის, გახეხილობების, საფენის ქვეშა არის სიწითლის, დერმატოლოგიური პროცედურების შემდგომი მდგომარეობების, კოღოსა ნაკბენების და ჩუტყვავილას გამონაყარის, ტატუებისა და ყოველდღიური მცირე დაზიანებების.

სპილენძის, თუთიის, მანგანუმისა და ჰიალურონის მჟავის უნიკალური კომბინაციის წყალობით, ეს კრემი ხელს უწყობს ეპიდერმისის აღდგენას სულ რაღაც 3 დღეში და ამცირებს ინფექციის რისკს. გლიცერინის შემცველობა უზრუნველყოფს ოპტიმალურ დატენიანებას კანის ბარიერის შენარჩუნებით.

მისი ადვილად წასასმელი ტექსტურა არ არის ცხიმიანი და წებოვანი. წასმის შემდეგ ის შეუმჩნეველი ხდება. ჩვენი CICA+ კრემი მყისიერ შვებას გვთავაზობს, 100%-ით* დამშვიდებული კანით. ის ტესტირებულია პედიატრიული, დერმატოლოგიური და გინეკოლოგიური კონტროლის ქვეშ და არ შეიცავს პარფიუმს.

ტოპიკრემის დერმატოლოგიური ინგრედიენტები მოიცავს სპილენძის, თუთიის და მანგანუმის გლუკონატებს, აქტიურ ინგრედიენტებს, რომლებიც წმენდენ და აღადგენენ კანს. სასურველი შედეგის მიღწევის შემდეგ, შეგიძლიათ გააგრძელოთ სხეულის დატენიანება ჩვენი ULTRA-MOISTURIZING ტანის მოვლის ხაზით.

*კლინიკური კვლევა დერმატოლოგიური და გინეკოლოგიური კონტროლის ქვეშ, 22 სუბიექტზე, 28 დღის განმავლობაში.

TOPICREM CICA+ სტრიებისა და ნაწიბურებისათვის კონცენტრირებული ზეთი

TOPICREM CICA+ კონცენტრირებული ზეთი სტრიებისა და ნაწიბურებისთვის ამცირებს ნაწიბურებს და ხელს უშლის სტრიების გაჩენას, ამასთანავე, ამშვიდებს კანს. ეს ულტრა-მდიდარი ფორმულა უზრუნველყოფს კანის უწყვეტ კვებასა და დატენიანებას 24 საათის განმავლობაში.

მისი ზეთისებრი ტექსტურა იდეალურია სტრიების საწინააღმდეგო პრევენციულ მასაჟისათვის, ზრუნავს მგრძნობიარე კანზე ცხოვრების ყველა ეტაპზე, აუმჯობესებს კანის ელასტიურობას და ხსნის დაჭიმულობის შეგრძნებას. მარაკუიას კონცენტრატი აღადგენს და აფორმირებს კანს, რათა თვალსაჩინოდ შეამციროს ნაწიბურები და სტრიები. კამელინას ზეთი არბილებს კანს, ხოლო ტკბილი ნუშის ზეთი ამშვიდებს კანის დისკომფორტსა და ქავილს.

ტოპიკემის CICA+ კონცენტრირებული ზეთი დერმატოლოგიურად ტესტირებულია და განკუთვნილია ყველასთვის, ბავშვებიდან მოზრდილებამდე, მათ შორის ორსული და მეძუძური ქალებისთვის.

მდიდარი ტექსტურით და უცხიმო, არაწებოვანი საფარით, ეს ზეთი გამოყოფს ლეღვის ფოთლებისა და ჟასმინის ახალ და ნაზ ნოტებს, დამამშვიდებელი ყვავილოვანი ფონით. ოპტიმალური შედეგისთვის, წაისვით წრიული მოძრაობებით მუცელზე, მკერდსა და დუნდულებზე, ხოლო ფეხებზე – ქვემოდან ზემოთ. დახურული ან რემოდელირებული ნაწიბურებისთვის ნაზად გადაისვით ნაწიბურის მიმართულებით, უფრო დაჟინებული წრიული მოძრაობით, თუ ნაწიბური უფრო „მომწიფებულია“.

TOPICREM CICA+ სახისათვის, გაღიზიანებული და/ან დასუსტებული კანისათვის

ტოპიკრემის აღმდგენი ხაზი კანის ზედაპირული ნაწიბურებისა და გაღიზიანებებისთვის. ყოველდღიურად ჩვენი კანი შეიძლება დაზიანდეს სხვადასხვა ფაქტორებით: დაბინძურება, ექსტრემალური ტემპერატურა, გადახურება და ყოველდღიური მცირე დაზიანებები...

კანის გაღიზიანება შეიძლება დისკომფორტის წყარო იყოს. ტოპიკრემის CICA+ ხაზი აღადგენს მყიფე ან გაღიზიანებული კანის ზედაპირულ დაზიანებებსა და გაღიზიანებებს. სახისთვის გირჩევთ CICA+ დაზიანებული კანის აღმდგენი კრემს.

TOPICREM CICA+ დაზიანებული კანის აღმდგენი კრემის სასარგებლო თვისებები

კანის აღდგენა: CICA+ დაზიანებული კანის აღმდგენი კრემი მდიდარია ინგრედიენტებით, რომლებიც ხელს უწყობენ უჯრედების რეგენერაციას, მაგალითად, ჰიალურონის მჟავა, თუთია, სპილენძი და მანგანუმი. ეს აქტიური ნივთიერებები აჩქარებს კანის დაზიანებების ალაგების პროცესს და ამშვიდებს კანს. თქვენი კანი დღითი დღე იბრუნებს სირბილესა და გლუვ იერს.

გაღიზიანების დამშვიდება: CICA+ დაზიანებული კანის აღმდგენი კრემი შეიცავს დამამშვიდებელ ინგრედიენტს: ბისაბოლოლს. გამოყენებისთანავე იგრძნობთ მყისიერ და ხანგრძლივ შვებას. დროთა განმავლობაში თქვენი ეპიდერმისი ძლიერდება და ნაკლებად გექნებათ ქავილისა და დაჭიმულობის შეგრძნება, რასაც გაღიზიანება იწვევს.

მრავალფუნქციური ხაზი: CICA+ დაზიანებული კანის აღმდგენი კრემი სხვადასხვა გადაწყვეტილებას გვთავაზობთ ყოველდღიური პრობლემებისათვის, როგორიცაა: ნაწიბურები, დახეთქილი კანი, ტატუები, გადახურება, სიწითლე, ჩუტყვავილას ნაწიბური და კოღოს ნაკბენები, ასევე დერმატოლოგიური პროცედურების შემდგომი მდგომარეობა. ეს არის „ყველა-ერთში“ პროდუქტი, რომელიც ხელს გიშლით მრავალი სხვადასხვა ტუბის დაგროვებაში.

რეკომედირებულია მთელი ოჯახისთვის:
CICA+ დაზიანებული კანის აღმდგენი კრემი სპეციალურად შეიქმნა ჩვილების, ბავშვებისა და მოზრდილების კანის გაღიზიანებების სამკურნალოდ.

TOPICREM CICA+ სტრიებისა და ნაწიბურებისათვის კონცენტრირებული ზეთის სასარგებლო თვისებები

ნაწიბურების პრევენცია: CICA+ კონცენტრირებულ ზეთში შემავალი მარაკუიას ზეთის წყალობით, სტიმულირდება კოლაგენის გამომუშავება, რაც ხელს უწყობს სტრიების გაჩენის პრევენციას და შეხორცების პროცესს აჩქარებს.

მყისიერი დამშვიდება: CICA+ კონცენტრირებულ ზეთში არსებული ტკბილი ნუშის ზეთი ხსნის კანის დისკომფორტისა და დაჭიმულობის შეგრძნებებს.

მარაკუიასა და ტკბილი ნუშის ზეთის მოქმედების გასაძლიერებლად, ტოპიკრემმა დაამატა კამელიას ზეთი, რომელიც მდიდარია ომეგა 3-ით (ანთების საწინააღმდეგო) და ომეგა 6-ით (ლიპიდების აღმდგენი ნაწიბურებისა და სტრიების პრევენციისთვის).

როდესაც თქვენი კანი აღარ იქნება გაღიზიანებისკენ მიდრეკილი, შეგიძლიათ განაახლოთ თქვენი კანის მოვლის რუტინა ტოპიკრემის ხაზებიდან ერთ-ერთით:

ყოველთვის ოპტიმალური დატენიანებისთვის, აირჩიეთ ჩვენი ლეგენდარული HYDRA+ ხაზი.

ჰიპერპიგმენტაციისკენ მიდრეკილ კანს შეუძლია ლაქების მკურნალობა და პრევენცია MELA ხაზის პროდუქტებით.

ატოპიური, ეგზემისკენ მიდრეკილი კანი აუცილებელ კომფორტს DA PROTECT საშუალებებში იპოვის.

როგორ გამოვიყენოთ TOPICREM CICA+ ხაზი სახისათვის?

კონკრეტული უბნის მიხედვით, გამოყენების რამდენიმე მეთოდი არსებობს. დახურული და/ან რემოდელირების ფაზაში მყოფი ნაწიბურებისთვის გირჩევთ გამოიყენოთ CICA+ კონცენტრირებული ზეთი, რომელიც ნაწიბურის მიმართულებით ნაზად უნდა გაანაწილოთ. თუ ნაწიბური უფრო ძველია, შეგიძლიათ გააძლიეროთ მოქმედება „მოზელვა-გადაგორების“ მეთოდით. ეს მიზანმიმართული მიდგომა ხელს შეუწყობს კანის ელასტიურობის გაზრდას და ნაწიბურების შემცირებას.

გაღიზიანებული, მგრძნობიარე და გადახურებული უბნებისთვის კი გირჩევთ CICA+ დაზიანებული კანის აღმდგენი კრემს.