SUN PROTECT : მზისგან დაცვა

SUN PROTECT : მზისგან დაცვა

SUN PROTECT ჩვენი მაღალეფექტური მზისგან დამცავი ხაზია, მომნუსხველი სურნელითა და სასიამოვნო ტექსტურებით. ის იცავს მზის სხივებისაგან და ატენიანებს მგრძნობიარე კანს.

SUN PROTECT : მზისგან დაცვა

SUN PROTECT რუტინა რათა მშვიდად ისიამოვნოთ მზით

TOPICREM SUN PROTECT - მზისგან დამცავი ხაზი მთელი ოჯახისათვის

მზეზე სრული სიმშვიდით ყოფნა უკვე ხელმისაწვდომი ფუფუნებაა TOPICREM SUN PROTECT ხაზის წყალობით!

მზისგან დამცავი საშუალებების ეს ხაზი, რომელიც უნდა გამოიყენოთ მზის სხივების ზემოქმედებამდე, დროს ან მის შემდეგ, საშუალებას გაძლევთ დატკბეთ შესანიშნავი დღით კანის დაცვაზე ფიქრის გარეშე! ტოპიკრემმა შეიმუშავა დერმატოლოგიური მზისგან დამცავი საშუალებები, რომლებიც გამოსაყენებლად სასიამოვნოა და ამავ დროულად მათი ეფექტურობა მზის დამწვრობისა და სიწითლის თავიდან ასაცილებლად ლაბორატორიულად დამიტკიცებულია.

სახისა და ტანის კანი დაცულია, გაბრწყინებული და მზად არის D ვიტამინის მარაგის შესავსებად! TOPICREM SUN PROTECT ხაზი მზიანი დღეების განუყოფელი ნაწილია მთელი ოჯახისათვის, მიუხედავად იმისა, იმყოფებით მთაში, ზღვაზე თუ ურბანულ გარემოში.

რატომ უნდა დაიცვათ კანი მზისაგან?

რატომ უნდა დაიცვათ კანი მზისაგან?

მზე რომ სიამოვნებისა და დასვენების სიმბოლოა ეს ყველამ ვიცით, მაგრამ მისით უსაფრთხოდ ტკბობისათვის აუცილებელია სწორი დაცვა!
იმისათვის, რომ თავიდან ავიცილოთ UV სხივების მავნე ზემოქმედება და მივიღოთ თანაბარი, ოქროსფერი რუჯი გაწითლების გარეშე, თქვენი კანი საჭიროებს ეფექტურ დამცავ საშუალებებს.


წაისვით TOPICREM SUN PROTECT SPF 50 მზისგან დამცავი რძე, პროდუქტი, რომელიც ადვილად ისმება და ქმნის დამცავ ფარს კანის ზედაპირზე, რათა არ დაუშვას ულტრაიისფერი სხივების მიერ კანის ბარიერის დაზიანება.

მაქსიმალური დაცვა კომპრომისების გარეშე, SPF 50 ფილტრით და თეთრი კვალის გარეშე.


თქვენი კანი დაცულია, დატენიანებული და მზის ქვეშ უსაფრთხოდ ყოფნისათვის სრულ მზადყოფნაშია. ისიამოვნეთ მზით სრული სიმშვიდით!

როგორ დავიცვათ კანი მზისაგან?

მზეს მრავალი სარგებელი აქვს: ის გვაძლევს ლამაზ ნარუჯს, ხელს უწყობს D ვიტამინის სინთეზს და აძლიერებს იმუნურ სისტემას, რითაც კეთილდღეობის შეგრძნებას გვანიჭებს. თუმცა, მნიშვნელოვანია, რომ იცოდეთ მზის გადაჭარბებული ზემოქმედებით გამოწვეულ რისკები. ულტრაიისფერი სხივები კანის დაბერების უმთავრესი მიზეზია, ხოლო გადაჭარბებული ექსპოზიცია კანის კიბოს ძირითადი გამომწვევია.

 

ამიტომ, კანის მზისგან დაცვა აუცილებელია, მიუხედავად ჩვენი ასაკის, კანის მზის მიმართ ამტანობისა თუ სქესისა.

მზისგან დამცავი საშუალების არჩევისას, განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ 2 კრიტერიუმს: SPF და UVA დაცვის ინდექსი.

SPF მიუთითებს UVB სხივებისგან დაცვის დონეს, რომლებიც მზის დამწვრობაზე არიან პასუხისმგებელი.

UVA დაცვის ფაქტორი უნდა იყოს მინიმუმ SPF დაცვის ⅓, რითაც დაგვიცავს UVA სხივებით გამოწვეული დაზიანებებისგან, როგორიცაა ალერგიები, ფოტოდაბერება და კიბო.

 

გამოიყენეთ მზისგან დამცავი საშუალება: ყოველდღიურად შეგიძლიათ გამოიყენოთ მზისგან დამცავი კრემი SPF (მზისგან დამცავი ფაქტორით), როგორც ზაფხულში, ასევე ზამთარში. რაც უფრო მაღალია SPF, მით მეტი პროცენტით იბლოკება ულტრაიისფერი სხივები. ზოგადად, სახისა და ტანის მოვლის საშუალებებში SPF 15-დან 50+-მდე მერყეობს. არჩევანი თქვენზეა, თქვენი კანის მგრძნობელობის, სეზონისა და კანის მზის მიმართ ამტანობის მიხედვით. რაც უფრო ღია და მგრძნობიარეა თქვენი კანი, მით უფრო მაღალი SPF დასჭირდება.

 

წაისვით უხვად და რეგულარულად: მზისგან დამცავი კრემის საკმარისი რაოდენობით წასმა გადამწყვეტია. აუცილებლად განაახლეთ ყოველ ორ საათში, განსაკუთრებით ცურვის შემდეგ ან თუ ჭარბად ოფლიანობთ.

 

მოერიდეთ ექსპოზიციას ყველაზე ცხელ საათებში: მზის სხივები ყველაზე ძლიერია 10:00-დან 16:00 საათამდე. თუ შესაძლებელია, შეზღუდეთ თქვენი ექსპოზიცია ამ
საათებში ან იყავით ჩრდილში გარეთ ყოფნისას.

 

ყურადღება მიაქციეთ მზის შემდგომ მოვლას: დაატენიანეთ კანი მზის სხივების ზემოქმედების შემდეგ, დამატენიანებელი და მკვებავი აქტიური ინგრედიენტებით მდიდარი პროდუქტებით. ეს თქვენს ეპიდერმისს უკეთ დაიცავს და დააჩქარებს კანის აღდგენას მცირე მზის დამწვრობის შემთხვევაში.

 

არ დაივიწყოთ მგრძნობიარე ადგილები: ნაკლებად ხილული ან ხელმისაწვდომი ადგილები, როგორიცაა ყურები, კისერი და ტერფების ზედა ნაწილი, განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვს! არ დაივიწყოთ ისინი მზისგან დამცავი პროდუქტის წასმისას. ჩვენი TOPICEM SUN PROTECT ხაზი საშუალებას გაძლევთ სრული სიმშვიდით ისიამოვნოთ მზის სხივებით!

როგორ გავახანგრძლივოთ ნარუჯი?

მზეზე გასვლამდე გირჩევთ,
კვირაში 1-2-ჯერ რეგულარულად გაიწმინდოთ კანი (გაუკეთოთ ექსფოლიაცია).

რუჯის შესანარჩუნებლად
კანის დატენიანება აუცილებელია. თავისუფლად გამოიყენეთ ტოპიკრემის რომელიმე ტანისა
და სახის დამატენიანებელი საშუალება დილით და საღამოს, რომლებიც მდიდარია
დამატენიანებელი აქტიური ინგრედიენტებით, როგორიცაა გლიცერინი ან ალოე ვერა.

ავტორუჯის გამოყენება
მიმზიდველი ვარიანტია მათთვის, ვისაც მზეზე გასვლა არ უყვარს, მაგრამ ოქროსფერი, ბუნებრივი
რუჯის მიღება სურს. სახისთვის სცადეთ HYDRA+ ავტოგასარუჯი კრემი, ხოლო ტანისთვის
უპირატესობა მიანიჭეთ ULTRA-MOISTURIZING ავტოგასარუჯ დამატენიანებელ რძეს.

უნდა წავისვა მზისგან დამცავი საშუალება ქალაქში ან მოღრუბლულამინდში?

დიახ. UVA სხივები, რომლებიც კანის დაბერებას იწვევს, ღრუბლებსა და ფანჯრებსაც კი აღწევს. მზისგან ყოველდღიური დაცვა, ქალაქში ან მოღრუბლულ ამინდშიც კი, აუცილებელია კანის ბზინვარებისა და ახალგაზრდობის შესანარჩუნებლად და პიგმენტური ლაქების თავიდან ასაცილებლად.

რატომ არის აუცილებელი მზისგან დამცავი საშუალების ხშირად განახლება?

მზისგან დამცავი კრემი განაახლეთ ყოველ ორ საათში, ან:

- ცურვის შემდეგ

- ჭარბი ოფლიანობისას

- ხახუნის (პირსახოცი, ტანსაცმელი) შემდეგ

წყალგამძლე კრემიც კი დროთა განმავლობაში კარგავს ეფექტურობას. ოპტიმალური დაცვისთვის აუცილებელია მისი უხვი ხშირად.

SUN PROTECT SPF50+ მზისგან დამცავი სპრეი იდეალურია მარტივი განახლებისთვის, სველ კანზეც კი.

შეიძლება SUN PROTECT ხაზის გამოყენება ბავშვებისათვის?

დიახ, SUN PROTECT მზისგან დამცავი საშუალებები შექმნილია 3 წლიდან ბავშვებისთვის და ტესტირებულია დერმატოლოგიური და პედიატრიული კონტროლის ქვეშ (მზის სპრეებისა და რძეების გარდა).

თუმცა, გირჩევთ, მოარიდოთ მზის პირდაპირ სხივებს ძალიან პატარა ბავშვები: შეარჩიეთ ჩრდილი, განსაკუთრებით ყველაზე ცხელ საათებში, და ჩააცვით თქვენს შვილებს მაისურები, ქუდები და სათვალეები.

თუ თქვენს პატარას მაინც მოუწევს მზეზე ყოფნა, ყოველი გასვლის წინ უხვად წაუსვით SPF50+ კრემი და რეგულარულად განაახლეთ.

რატომ უნდა აირჩიოთ ტოპიკრემის SUN PROTECT მზისგან დასაცავად?

TOPICREM SUN PROTECT მზისგან დამცავი საშუალებები აერთიანებს მაღალ და ძალიან მაღალ დაცვას (SPF30-დან SPF50+-მდე) და გამოყენებისას სიამოვნებას მთელი ოჯახისთვის, 3 წლის ასაკიდან.

ფართო სპექტრის UVA/UVB ფოტოსტაბილური ფილტრები ხელს უშლის მზის დამწვრობას, ლაქებისა და კანის დაბერების გაჩენას.

კანისა და თავლისთვის
უხილავი ტექსტურები
:

  • დამატენიანებელი მზისგან დამცავი რძე SPF50+: უცხიმო, არ ტოვებს თეთრ ან ყვითელ ლაქებს, წყალგამძლეა და ქვიშის მიმართ მდგრადია.
  • დამატენიანებელი მზისგან დამცავი სპრეი SPF30: არ ტოვებს თეთრ ან ყვითელ ლაქებს, წყალგამძლეა და ქვიშის მიმართ მდგრადია.
  • დამატენიანებელი მზისგან დამცავი სპრეი SPF50+: უცხიმო, არ ტოვებს თეთრ ან ყვითელ ლაქებს, წყალგამძლეა და ქვიშის მიმართ მდგრადია.

მრავალფეროვანი ფორმატები ყველა საჭიროებისთვის: რძეები, სპრეები და ა.შ.

ფორმულები, რომლებიც იცავს მგრძნობიარე კანს და გამდიდრებულია დამატენიანებელი აქტიური ინგრედიენტებით.

მიუხედავად იმისა, ეძებთ ყოველდღიურ მზისგან დამცავ საშუალებას, დაცვას ხანგრძლივი ექსპოზიციისთვის, თუ მოსახერხებელ, გამოსაყენებელ გადაწყვეტილებას, SUN PROTECT არის კანის მოვლის მაღალ ეფექტური მზისგან დამცავი საშუალება.