DA PROTECT : ატოპიური კანისათვის
TOPICREM DA PROTECT – ტოპიკრემის ტანის მოვლის ხაზი, რომლიც შედგება ქავილისა და გაღიზიანების საწინააღმდეგო საშუალებებისაგან, მთელი ოჯახის ძალიან მშრალი და ატოპიური კანისთვის.
პროდუქტები DA PROTECT ხაზიდან
DA PROTECT რუტინა ატოპიური კანისათვის
რა არის ატოპიური დერმატიტი?
ატოპიური დერმატიტი არის დაავადება, რომელიც მიმდინარეობს დროთა განმავლობაში გამწვავებებით. ძირითადად დერმატიტის ნიშნები ჩნდება ნაკეციან ადგილებში, როგორიცაა მუხლების უკანა ნაწილი ან იდაყვების შიდა მხარე, ასევე ის ადგილები, სადაც კანი ყველაზე ნაზია, მაგალითად, სახე. გამწვავების დროს კანზე, რომელიც ისედაც ძალიან მშრალი და უხეშია, იწყება ქავილის შეგრძნების გაჩენა, წითლდება და შესაძლოა სითხეც გამოდიოდეს. მკურნალობის გარეშე, ზედაპირი შეიძლება გახდეს ზედმეტად მგრძნობიარე, ხოლო დაზიანებული არე გაიზარდოს ზომაში, საბოლოოდ კი შეიძლება ინფექციაც გამოიწვიოს.
DA PROTECT - ტოპიკრემის ქავილისა და გაღიზიანების საწინააღდეგო ხაზი
DA PROTECT არის ტოპიკრემის ქავილისა და გაღიზიანების საწინააღმდეგო ხაზი ლიპიდური ბალანსის აღმდგენი აქტიური ინგრედიენტებითა და სასიამოვნო ტექსტურით, რომელიც ამშვიდებს მთელი ოჯახის მგრძნობიარე, ძალიან მშრალ და ატოპიური მიდრეკილების მქონე კანს.
DA PROTECT აუმჯობესებს ყოველდღიურ ცხოვრებას ატოპიურიი დერმატიტის პირობებში. ატოპიური მიდრეკილების მქონე და ძალიან მშრალი კანის მქონდე ადამიანებს შეუძლიათ ისარგებლონ რუტინით, რომელიც დაიცავს მათი კანის ბარიერს და უზრუნველყოფს ეფექტურ დატენიანებას. DA PROTECT-თან ერთად ქავილისა და კანის გაღიზიანების შეგრძნებები მხოლოდ ცუდ მოგონებად დარჩება!
TOPICREM DA PROTECT სახის კრემი - სპეციალურად შექმნილია ატოპიური კანის მოსავლელად.
დამამშვიდებელი, ქავილის საწინააღმდეგო საშუალება, რომელიც აუმჯობესებს ატოპიური მიდრეკილების მქონე კანის ყოველდღიურ ცხოვრებას (რაც დასტურდება ტესტის შედეგებით). ტოპიკრემის DA PROTECT ემოლიენტური კრემი ერთ-ერთი იმ საშუალებათაგანია, რომელიც შველის ატოპიური მიდრეკილების მქონე კანს – ქრონიკულ კანის დაავადებას, რომელიც სულ უფრო მეტი ადამიანის ცხოვრების ხარისხზე ახდენს გავლენას მთელ მსოფლიოში. ქავილი, ინტენსიური სიმშრალე და ყოველდღიური სიწითლე პრობლემას აღარ წარმოადგენს! TOPICREM DA PROTECT ემოლიენტური სახის კრემი ამშვიდებს და ამაგრებს კანის ბარიერს მოზრდილებისა და 3 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებისთვის. ეს კრემი ტესტირებულია და დამტკიცებულია საფრანგეთის ეგზემის ასოციაციის მიერ მთელი ოჯახისთვის.
TOPICREM DA PROTECT სახის კრემის სარგებელი ატოპიური კანისთვის
ატოპიური კანი გადის რემისიისა და კრიზისის ფაზებს. რემისიის პერიოდები სიმპტომების გაუმჯობესებით ხასიათდება, ხოლო „კრიზისის“ ფაზებში მკვეთრად მატულობს ქავილი, სიწითლე და კანის სიმშრალე. ამ ციკლების გაგება ატოპიური დერმატიტის მქონე ადამიანებს ეხმარებათ მდგომარეობის უფრო ეფექტურად მართვაში. ყოველდღიურად, კანის დასამშვიდებლად და ამ გამოვლინებების თავიდან ასაცილებლად, შეგიძლიათ გამოიყენოთ ჩვენი TOPICREM DA PROTECT ემოლიენტური კრემი, რომელიც სპეციალურად ატოპიური კანისთვის არის შექმნილი.
ინტენსიური ლიპიდური ბალანსის აღდეგან: სელის ზეთის შემცველობა, რომელიც მდიდარია ომეგა 3-ითა და 6-ით, ხელს უწყობს კანის ღრმა ლიპიდური ბალანსის აღდგენას. ეს ნიშნავს, რომ ის ხელს უწყობს კანის ბუნებრივი ლიპიდების აღდგენას, რითაც აძლიერებს კანის ბარიერს და უზრუნველყოფს ლიპიდებით გაჯერებულ კანს.
ქავილისა და გაღიზიანების დამშვიდება: კრემის ფორმულა მიზნად ისახავს კანის ქავილისა და გაღიზიანების შემცირებას. მისი დამამშვიდებელი თვისებები უზრუნველყოფს მყისიერ შვებას და ხელს უწყობს კანის კომფორტის გაუმჯობესებას.
სამმაგი მოქმედება: 24-საათიანი სამმაგი ლიპიდების აღმდგენი, დამამშვიდებელი და დამატენიანებელი მოქმედების წყალობით, ტოპიკრემის ემოლიენტური კრემი მოქმედებს ატოპიური დერმატიტის ყველა სიმპტომზე.
კანის მიკრობიომის ბალანსირება: კრემის ინოვაციური ფორმულა აღადგენს კანის მიკრობიომის ბალანსს, რაც ხელს უწყობს ძლიერი სიმშრალის პერიოდებს შორის შუალედის გაზრდას.
არაცხიმიანი ტექსტურა და ხავერდოვანი საფარი: DA PROTECT ემოლიენტური კრემი არ არის ცხიმიანი, რაც უზრუნველყოფს სწრაფ შეწოვას ცხიმიანი ზედაპირის დატოვების გარეშე. მისი ხავერდოვანი საფარი ასევე აქცევს მას შესანიშნავ მაკიაჟის ბაზად, რაც აადვილებს მის ინტეგრაციას ყოველდღიურ რუტინაში.
ტესტირებული და დამტკიცებული: DA PROTECT ემოლიენტური კრემი ტესტირებულია და დამტკიცებულია საფრანგეთის ეგზემის ასოციაციის მიერ, რაც ადასტურებს მის ეფექტურობასა და უსაფრთხოებას ატოპიური დერმატიტით დაავადებული ადამიანებისთვის.
როგორ გამოვიყენოთ TOPICREM DA PROTECT სახის კრემი?
TOPICREM DA PROTECT ემოლიენტური სახის კრემი ისმება სახეზე, ყელზე და ქუთუთოებზე დილას და საღამოს, ან როცა საჭიროებას იგრძნობთ. ის არა მხოლოდ უზრუნველყოფს კანის კომფორტს, არამედ შესანიშნავი მაკიაჟის ბაზაცაა - კრემისებრი, დნებადი ტექსტურით და ხავერდოვანი დასასრულით.
ვინ უნდა გამოიყენოს TOPICREM DA PROTECT სახის კრემი?
TOPICREM DA PROTECT სახის მოვლის ხაზი განკუთვნილია მგრძნობიარე,ძალიან მშრალი და ატოპიური კანის მქონე 3 წლის ასაკიდან ბავშვებისთვის, მოზარდებისთვის და უფროსებისთვის.
რა ეფექტი აქვს TOPICREM DA PROTECT სახის კრემს?
DA PROTECT ემოლიენტური სახის კრემი შექმნილია იმისათვის, რომ:
გაამაგროს კანის ბარიერი ლიპიდების აღმდგენი აქტიური ინგრედიენტების (ომეგა 3-ითა და 6-ით მდიდარი სელის ზეთი) წყალობით.
დაამშვიდოს ქავილი და გაღიზიანება ალანტოინით.
შეინარჩუნოს კანის მიკრობიომის ბალანსი, რაც აუცილებელი ფაქტორია გამწვავებებს შორის შუალედების გასაზრდელად, იაპონური შროშანის ექსტრაქტის დახმარებით.
უზრუნველყოს ხავერდოვანი, უცხიმო საფარი, რაც საშუალებას იძლევა გამოიყენოთ მაკიაჟის ბაზად.
მისი წასმა შესაძლებელია სახეზე, თვალის გარშემო და ქუთუთოებზე.
ეს არის იდეალური საშუალება ატოპიური, მგრძნობიარე ან ძალიან მშრალი კანისთვის, რომელიც გეხმარებათ ხანგრძლივ კომფორტის პოვნაში.
როგორ გამოიყენება DA PROTECT ხაზი?
DA PROTECT-ის მოვლის საშუალებები გამოიყენება დილით და საღამოს. ჰიგიენური საშუალებების წასმა შესაძლებელია სახეზე, ტანზე, ჩვილების თავის კანზე და ინტიმურ ზონაზეც კი ლიპიდების აღმდგენი დასაბანი ზეთის შემთხვევაში. ემოლიენტური ბალზამის გამოყენება შეიძლება მთელ სხეულზე, პატარების სახეზეც კი. 3 წლიდან, სახეზე ლოკალიზებული გამოყენებისთვის, უპირატესობა მიანიჭეთ ემოლიენტურ სახის კრემს.
შეიძლება DA PROTECT ხაზის გამოყენება ბავშვებისათვის?
DA PROTECT-ის მოვლის საშუალებები ატოპიური კანისთვის ტესტირებულია დერმატოლოგიური და პედიატრიული კონტროლის ქვეშ.
აქედან გამომდინარე, ის განკუთვნილია მთელი ოჯახისთვის დაბადებიდანვე (გარდა ემოლიენტური სახის კრემისა – 3 წლიდან).
რა ინგრედიენტებს უნდა უფრთხილდეთ თუ თქვენი კანი მიდრეკილია ატოპიური დერმატიტისაკენ?
თუ გაქვთ ატოპიური კანი, მოერიდეთ ალკოჰოლის შემცველ პროდუქტებს, აგრესიულ სურფაქტანტები, ეთერზეთებსა და ძლიერ კონსერვანტებს. უპირატესობა მიანიჭეთ საშუალებებს, რომლებიც შეიცავენ:
-ლიპიდების აღმდგენ აქტიურ ინგრედიენტებს (ომეგა 3 და 6)
-დამამშვიდებელ ნივთიერებებს
-ატოპიური კანისთვის შემუშავებულ ფორმულებს
DA PROTECT-ის დერმოკოსმეტიკური პროდუქტების ხაზი ზუსტად აკმაყოფილებს ამ მოთხოვნებს, ყოველგვარი კომპრომისის გარეშე.
რატომ უნდა აირჩიოთ TOPICREM DA PROTECT?
ტოპიკრემის ატოპიური კანის მოვლის ხაზი ტესტირებულია დერმატოლოგიური კონტროლის ქვეშ, ასევე გამოცდილი და დამტკიცებულია საფრანგეთის ეგზემის ასოციაციის მიერ.
ის მიზნად ისახავს:
- ხილული ნიშნების (სიმშრალე, გაღიზიანება) შემცირებას
- ქავილის შემცირებას
ის უზრუნველყოფს კომფორტს, სასიამოვნო ტექსტურებსა და ოპტიმალურად ფორმულას.



