HYDRA+

HYDRA+

HYDRA+, ტოპიკრკემის ექსპერტული სახის ხაზი, კვებავს, იცავს, ატენიანებს და აცოცხლებს მგრძნობიარე, მშრალ და ფერმკრთალი კანის ბზინვარებას გლიცერინზე დაფუძნებული საშუალებებით.

HYDRA+

HYDRA+ რუტინა მშრალი კანისათვის

TOPICREM HYDRA+, ექსპერტული სახის დამატენიანებელი ხაზი, რომლის პროდუქტებიც კანის ბზინვარებას უბრუნებს.
კანის გამოშრობა, ხშირი და უნივერსალური პრობლემა

კანის გამოშრობა, ხშირი და უნივერსალური პრობლემა

კანის ყველა ტიპს შეიძლება გამოუვლინდეს დეჰიდრატაციის ნიშნები. გამოშრობა არის კანის მდგომარეობა, შესაბამისად შეიძლება გქონდეთ როგორც გამომშრალი ცხიმიანი, ისე გამომშრალი მშრალი კანი. ნებისმიერი სხვა კანის მდგომარეობის მსგავსად, ის ხშირად დროებითია. თუმცა, მნიშვნელოვანია, რომ იზრუნოთ კანზე და დაიცვათ რამდენიმე მარტივი წესი მის დასატენიანებლად!

გარემო უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობს სახის კანის ჯანმრთელობაში, განსაკუთრებით მაშინ, როცა საქმე დეჰიდრატაციის ნიშნებს ეხება. ატმოსფერული დაბინძურება, რომელიც შედგება მცირე ნაწილაკებისა და ტოქსინებისგან, აძლიერებს დეჰიდრატაციას. ამავდროულად, ლურჯი სინათლე, რომელიც ციფრული ეკრანებიდან (სმარტფონები და კომპიუტერები) გამოიყოფა, ასევე უკავშირდება სახის კანის გამომშრობ ეფექტს. ამიტომ, აუცილებელია კანის მოვლის ისეთი რუტინის დანერგვა, რომელიც დამატენიანებელ და დამცავ პროდუქტებს მოიცავს, რათა დაუპირისპირდეს გარემოს მავნე ზემოქმედებას.

HYDRA+ - დაემშვიდობეთ გამომშრალ და უფერულ კანს

HYDRA+ - დაემშვიდობეთ გამომშრალ და უფერულ კანს

HYDRA+ არის სახის დამატენიანებელი ხაზი, რომელიც აღადგენს კანის ბზინვარებასა და იცავს მას. TOPICREM-მა შეიმუშავა სპეციალური ხაზი მგრძნობიარე, დეჰიდრირებული და მკრთალი კანისათვის.

მაკიაჟის მოშორებიდან დაწყებული კანის დატენიანებით დამთავრებული, HYDRA+ სახის მოვლის საშუალებები თან გდევთ ყოველდღიურად, თქვენი რუტინის ყველა ეტაპზე. გსურთ დაიცვათ კანი ურბანული დაბინძურებისა და/ან UVA და UVB სხივებისგან? ტოპიკრემის HYDRA+ ხაზს აქვს თქვენთვის იდეალური გამოსავალი.

HYDRA+ არის დამატენიანებელი კანის მოვლის საშუალებების ხაზი, რომელიც შექმნილია მათთვის, ვინც ჩქარობს და ეძებს ეფექტურ, მარტივ და ადვილად გამოსაყენებელ საშუალებებს.

TOPICREM HYDRA+ ხაზის პროდუქტები, როგორც ყოველდღიური მოკავშირე, შეუძლია უზრუნველყოს დატენიანება, ბზინვარება და/ან ურბანული დაცვა ყველა ტიპის მგრძნობიარე კანისათვის. ტოპიკრემის ფორმულები შექმნილია კანის ბარიერის ყოველდღიურად გასაძლიერებლად, რაც მას გარე აგრესიის მიმართ უფრო მდგრადს ხდის. აღმოაჩინეთ ტოპიკრემის სრული ხაზი თქვენი სახის მოვლის რუტინის შესაქმნელად!

კანის გაწმენდა TOPICREM HYDRA+-ით

სუფთა და ბზინვარე სახის კანი დეტალურ წმენდას საჭიროებს. მაკიაჟისა და გარეგანი დაბინძურების მოსაშორებლად, რომლებიც მთელი დღის განმავლობაში კანზე გროვდება, ენდეთ HYDRA+ ნაზ მიცელარულ წყალს. ის წმენდს კანს დაზიანების გარეშე და აშორებს ყველაზე რთულ მაკიაჟსაც კი, მათ შორის წყალგამძლე მაკიაჟს, სახიდან და თვალებიდან. ეს სწრაფი და ადვილად გამოსაყენებელი პროდუქტი ეფექტურად გაასუფთავებს თქვენს კანს და დაბინძურების კვალს მოგაშორებთ. მისი ფორმულა შეიცავს გლიცერინს და ბეტაინს, რაც კანს დატენიანებულს, სუფთასა და სასიამოვნოს ტოვებს.

ორსაფეხურიანი წმენდისთვის, თქვენი რუტინა გააგრძელეთ HYDRA+ ნაზი გამწმენდი გელით. ეს საშუალება შეიცავს მცენარეულ გლიცერინს, რომლიც ნაზად წმენდს და აშორებს მაკიაჟს.

თქვენი ყველა საჭიროების დასაკმაყოფილებლად, ტოპიკრემმა შექმნა მაკიაჟის მოსაშორებელი რძე კრემისებრი ტექსტურით, რათა კანის წმენდა სიამოვნების მომენტად იქცეს. იდეალურის მშრალი და მგრძნობიარე კანისათვის, HYDRA+ ნაზი მაკიაჟის მოსაშორებელი რძე გამდიდრებულია ფუტკრის ცვილით, რათა კანი დატოვოს ელასტიური და კომფორტული, ცხიმიანი ფენის გარეშე.

დატენიანება TOPICREM HYDRA+ ხაზით დეჰიდრირებული მგრძნობიარე კანისათვის

თქვენი დღის კრემის ეფექტის გასაძლიერებლად და კანის დასატენიანებლად, რეკომენდებულია, რომ წინასწარ გამოიყენოთ სახის შრატი, მაგალითად, ტოპიკრემის HYDRA+ დამატენიანებელი სახის შრატი. ეს კონცენტრირებული საშუალება ინტენსიურად ატენიანებს კანს ინოვაციური აქტიური ინგრედიენტის, ბიოაქტიური წყლის წყალობით, რაც ააქტიურებს კანის დატენიანების ნაკადებს.

შრატის შემდეგ გამოიყენეთ თქვენი კანის ტიპისთვის ადაპტირებული დღის კრემი. ნორმალური და კომბინირებული კანისთვის შესაფერისია მსუბუქი HYDRA+ დამატენიანებელი სახის კრემი, რომელიც ამცირებს დაჭიმულობის შეგრძნებას, ხოლო მშრალი კანისთვის - გაჯერებული HYDRA+ დამატენიანებელი სახის კრემი, რომელიც მეტ კვებას უზრუნველყოფს. თუ ახალი ტექსტურები გიყვართ, გირჩევთ HYDRA+ დამატენიანებელი სახის კრემ-გელი, რომელიც კანის ყველა ტიპისთვის არის განკუთვნილი.

მთელი წლის განმავლობაში UVA და UVB სხივებისგან დასაცავად, HYDRA+ დამატენიანებელი მზისგან დამცავი სახის კრემი SPF50 იდეალური საშუალებაა.

და მზიანი დღეების დადგომამდე ან მთელი წლის განმავლობაში კანისთვის ფერის მისაცემად, იდეალური პროდუქტია: HYDRA+ თდამატენიანებელი სახის ტონალური კრემი ბზინვარების ეფექტით.

TOPICREM HYDRA+ ერთად შეიძლება გამოიყენოთ

გსურთ კანის მყისიერი განახლება? HYDRA+ დამატენიანებელი სახის ნიღაბი დაატენიანებს კაკნს და მას მკვრივს გახდის. მისი მინერალებით სავსე კომპლექსი დეტოქსიკაციას უკეთებს კანს და ანიჭებს მას ბზინვარებას. გამოიყენეთ HYDRA+ ნიღაბი კვირაში ერთხელ ან ორჯერ, როგორც კი თქვენი კანი დეჰიდრატაციის ნიშნებს გამოავლენს.

არ დაგავიწყდეთ ტუჩების ყოველდღიურად დატენიანება HYDRA+ ტუჩის ბალზამით, რომელიც შის კარაქსა და მცენარეულ ცვილებს შეიცავს. ის თქვენი მოკავშირეა ყველა სეზონზე, მაგრამ განსაკუთრებით ცივ და მშრალ ამინდში! მოსახერხებელია ჯიბეში ან ხელჩანთაში შესაცურებლად, რაც დაგიცავთ ტუჩების დეჰიდრატაციისა თუ დახეთქვისგან.