CALM+
TOPICREM CALM+, ტოპიკრემის სახის ხაზი რეაქტიული კანისთვის როზაცეასკენ მიდრეკილებით. ხაზი დაფუძნებულია ალანტოინზე, არის უსუნო და მსუბუქი ფორმულის, დამამშვიდებელი ეფექტით კანისათვის.
AH3 რუტინა დაღლილი და ასაკოვანი კანისათვის
რა არის რეაქტიული კანი?
რეაქტიული კანი არის კანი, რომელსაც უსიამოვნო შეგრძნებები (ჩხვლეტა, სიწითლე, ქავილი და ა.შ.) უჩნდება იმ სტიმულების საპასუხოდ, რომლებმაც ჩვეულებრივ ასეთი შეგრძნებები არ უნდა გამოიწვიოს.
რეაქტიული კანი კომპლექსური მოვლენაა, რაც სხვადასხვა ფაქტორებით აიხსნება:
გენეტიკური ფაქტორები: ზოგიერთი ადამიანი მემკვიდრეობით იღებს გენებს, რომლებიც გავლენას ახდენს კანის მგრძნობელობაზე გარე სტიმულების მიმართ.
დაზიანებული კანის ბარიერი: კანის ბარიერი, რომელიც შედგება ლიპიდების, ცილებისა და უჯრედებისგან, უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს კანის გარე აგრესიისგან დაცვაში. დასუსტებული კანის ბარიერი შეიძლება გახდეს ალერგენებისა და გამღიზიანებლების ინფილტრაციის მიზეზი, რაც ანთებით რეაქციებს იწვევს. რეაქტიული კანის მქონე ადამიანებს ხშირად აქვთ ამ ბარიერის სტრუქტურის ცვლილებები, რაც ზრდის მათ დაუცველობას გამომწვევი ფაქტორების მიმართ.
ჭარბი იმუნური პასუხი: კანის რეაქტიულობა მჭიდროდ არის დაკავშირებული კანის იმუნურ პასუხთან. ჭარბი ან დისფუნქციური იმუნური პასუხი შეიძლება გახდეს არაადეკვატური ანთებითი რეაქციების მიზეზი, რაც რეაქტიულ კანამდე მიდის.
გარემო ფაქტორები: გარემო ფაქტორებმა, როგორიცაა დაბინძურება, ულტრაიისფერი სხივები, მშრალი კლიმატი, შეიძლება ხელი შეუწყოს კანის რეაქტიულობას. ეს გარეგანი ფაქტორები შეიძლება აზიანებდეს კანის ბარიერს, იწვევდეს ანთებით რეაქციებს და კანის რეაქტიულობამდე მიდიოდეს.
რატომ უნდა გამოიყნეოთ CALM+ რეაქტიული კანისათვის?
CALM+ არის TOPICREM-ის ხაზი, რომელიც რეაქტიკულ კანს ეხმარება გარე ფაქტორებთან გამკლავებაში და სიმშვიდის მოპოვებაში.
თუ თქვენი კანი მარტივად ღიზიანდება, მიდრეკილია სიწითლის, სიცხისა თუ ქავილისკენ ჩვეულებრივი მოვლის საშუალებების წასმისას, მაშინ CALM+ ხაზი სწორედ თქვენთვისაა შექმნილი. ის ეხმარება ძალიან პრეტენზიულ და რეაქტიულ კანს, ან თუნდაც როზაცეასკენ მიდრეკილ კანს. ეს პროდუქტების ხაზი შექმნილია კანის დასამშვიდებლად და კანის ბარიერისთვის საჭირო ძალის აღსადგენად. CALM+ სახის ხაზის სრული რუტინის საშუალებით დაიბრუნეთ თქვენი კანის კომფორტს. ტოპიკრემის CALM+ ხაზი თქვენს რეაქტიულ კანს სასიამოვნო მომენტს სთავაზობს.
თუ თქვენი კანი ასევე აქვს გაღიზიანების ნიშნებს, შეგიძლიათ გამოიყენოთ CICA+ ხაზი, რომელსაც აღმდგენი და შემახორცებელი თვისებები აქვს.
CALM+ დამამშვიდებელი მიცელარული წყალი სახის კანის გასაწმენდად
ეფექტური კანის მოვლის რუტინისთვის, აუცილებელია კანის სრულყოფილად გაწმენდა. ეს ნაბიჯი ხელს უწყობს მთელი დღის განმავლობაში კანზე დაგროვილი დაბინძურების მოშორებას და შემდგომი თავის მოვლის საშუალებების უკეთესად შეწოვას. CALM+ დამამშვიდებელი მიცელარული წყალი სრულყოფილად წმენდს და აშორებს მაკიაჟს, ამასთან ამშვიდებს კანს. პარფიუმის გარეშეა, ტესტირებულია დერმატოლოგიური და ოფთალმოლოგიური კონტროლის ქვეშ და იდეალურია მგრძნობიარე კანისა და თვალებისთვის.
CALM+ სახის დამამშვიდებელი კრემი და ფლუიდი
„დამშვიდებული კანის“ რუტინის მეორე საფეხური სახეზე დამატენიანებელი კრემის წასმაა.
თქვენს განკარგულებაშია 2 ტექსტურა:
- CALM+ დამამშვიდებელი ფლუიდი – მსუბუქი ტექსტურით, რეაქტიული კომბინირებული კანისთვის, ცხიმიანობისკენ მიდრეკილებით. მისი მსუბუქი ტექსტურა ადვილად ვრცელდება და მყისიერად შეიწოვება კანში. უსუნო და საღებავების გარეშე, რამდენიმე ინგრედიენტისგან შექმნილი ეს დამამშვიდებელი საშუალება ხსნის გაღიზიანების შეგრძნებას და ამცირებს კანის მგრძნობელობას.
- CALM+ დამამშვიდებელი კრემი – უფრო გლუვი და მდიდარი ტექსტურით, ნორმალური და მშრალი რეაქტიული კანისთვის. მისი უფრო მეტად მკვებავი ტექსტურა ცხიმიან ფენას არ ტოვებს და მყისიერ კომფორტს ანიჭებს კანს. უსუნო და საღებავების გარეშე, ეს დამამშვიდებელი საშუალება ხსნის გაღიზიანების შეგრძნებას და ამცირებს კანის მგრძნობელობას.
CALM+ სიწითლის საწინააღმდეგო სახის კრემი SPF50
ეს ყოველდღიური სიწითლის საწინააღმდეგო კრემი სპეციალურად შექმნილია როზაცეასკენ მიდრეკილი კანისთვის, ანუ სიწითლისკენ მიდრეკილი კანისთვის.
ის განკუთვნილია ყველა ტიპის კანისთვის და შეიცავს SPF50+-ს, რათა უზრუნველყოს ოპტიმალური დაცვა ულტრაიისფერი სხივებისგან, რამაც შეიძლება გააუარესოს სიწითლე.
უსუნოა, თუმცა აქვს სასიამოვნო არომატი და არ ტოვებს თეთრ ლაქებს. მისი გამოყენება შესაძლებელია ყოველდღიურად, როგორც მაკიაჟის ბაზა.
კანი ხდება დამშვიდებული და დაცული, სიწითლე კი მცირდება.
ძალიან მშრალ და ატოპიურ კანს შეუძლია გამოიყენოს ტოპიკრემის DA PROTECT ხაზი, რომელიც განკუთვნილია ლიპიდების აღსადგენად, დასამშვიდებლად და დასატენიანებლად.
დაბერების საწინააღმდეგო მოქმედებისთვის, გამოიყენეთ ტოპიკრემ AH3 სახის ხაზი, რომელიც კანის დაბერების ნიშნებზე ზემოქმედებს.
TOPICREM-ის რომელი ხაზია ნაკლოვანებების და გამონაყრის წინააღმდეგ ყველაზე ეფექტური?
რაც შეეხება ცხიმიან კანს, რომელიც მიდრეკილია ზედმეტი ცხიმის გამოყოფისა და კანის არასრულყოფილებისკენ, მათ შეუძლიათ გამოიყენონ TOPICREM AC CONTROL სერია.



