ULTRA-MOISTURIZING

ULTRA-MOISTURIZING

TOPICREM ULTRA-MOISTURIZING - ბრენდის მთავარი ხაზი, რომელიც გლიცერინის შემცველობით ღრმად ატენიანებს და ზრუნავს მშრალ და მგრძნობიარე კანზე, რათა გაჩუქოთ ნამდვილი კომფორტის და სურნელოვანი ზრუნვის მომენტი.

ULTRA-MOISTURIZING
TOPICREM ULTRA-MOISTURIZING სხეულისთვის - ტოპიკრემის ლეგენდარული დატენიანების ხაზი, რომელიც უკვე 30 წელია ზრუნავს მთელი ოჯახის მშრალ კანზე.
რა არის გამომშრალი კანი?

რა არის გამომშრალი კანი?

დეჰიდრირებული კანი არის კანი, რომელსაც წყალი აკლია. ასეთი კანი დაჭიმულია, განიცდის დისკომფორტს და კარგავს ბზინვარებას. ხელშემწყობი ფაქტორები შეიძლება იყოს შინაგანი ან გარეგანი. დაბინძურება, ზედმეტად ცივი ან ცხელი ტემპერატურა და ჩვენი ცხოვრების წესი (ალკოჰოლი, თამბაქო, სტრესი და ა.შ.) შეიძლება გახდეს კანის დეჰიდრატაციის მიზეზი.

ULTRA-MOISTURIZING, დამცავი ჰიდრატაციის ეტალონი.

ULTRA-MOISTURIZING, დამცავი ჰიდრატაციის ეტალონი.

TOPICREM ULTRA-MOISTURIZING ხაზი წარმოადგენს ეტალონს სხეულის დაცვისა და ღრმა დატენიანების მიმართულებით. 30 წელზე მეტია, ULTRA-MOISTURIZING ქმნის ნამდვილი შეგრძნების გამოცდილებას მთელი ოჯახის მშრალი და მგრძნობიარე კანისთვის. ჩვენი ხაზი გამოირჩევა საკულტო ULTRA-MOISTURIZING ტანის ლოსიონის სურნელით, რომელიც ამ ხაზის ისტორიული არომატული ხელწერა¹. ULTRA-MOISTURIZING სხეულის რძე ერთ-ერთია იმ საკულტო პროდუქტთაგან, რომლის წარმატებას წლებია ადასტურებს მომხმარებელი. კანის მოვლის ეს საშუალება მრავალი ოჯახისათვის შეუცვლელ ატრიბუტად იქცა მისი ძლიერი დამატენიანებელი თვისებებისა და მყისიერი შეწოვის წყალობით.

ტოპიკრემის Ultra-Moisturizing დამატენიანებელი კანის რძე - აუცილებლობა თქვენი კანისათვის.

ეს არის ტოპიკრემის ყველაზე წარმატებული და პოპულარული პროდუქტი, რომელსაც ფორმულის
გასაოცარ ეფექტურობა განაპირობებს, ვინაიდან ის ულტრა-დამატენიანებელიცაა და ადვილად გამოსაყენებელიც.

მისი ტექსტურა კრემისებრიცაა და არაცხიმიანიც, რაც საშუალებას გაძლევთ, გამოყენების შემდეგ სწრაფად ჩაიცვათ. ულტრა-დამატენიანებელი ტანის რძე მყისიერად შეიწოვება, რაც მას
იდეალურ მოკავშირედ აქცევს გადატვირთული დილებისა, რათა შხაპის შემდეგ დრო არ დაკარგოთ.

ულტრა-დამატენიანებელი ტანის რძე უზრუნველყოფს ინტენსიურ დატენიანებას 48 საათის განმავლობაში*!

*კლინიკური კვლევა,
21 სუბიექტის მონაწილეობით.

ულტრა-დამატენიანებელი ტანის რძე მთელი ოჯახისთვის არის განკუთვნილი. აღარ გჭირდებათ კრემების მრავალი ტუბი, ერთი პროდუქტი საკმარისია როგორც მოზრდილების, ისე ბავშვების კანის დასატენიანებლად. ტოპიკრემის საკულტო პროდუქტი განკუთვნილია მთელი ოჯახის მგრძნობიარე და მშრალი კანისთვის, ჩვილებიდან დაწყებული ხანდაზმულებით დამთავრებული.

მისი მოცულობითი ფორმატი ეკონომიურია და ხანგრძლივ გამოყენების საშუალებას იძლევა. მისი შეფუთვა ცნობადია თეთრი და ღია ვარდისფერი ფერების კომბინაციითა და ტუმბოიანი ბოთლით. ის ერთი შეხედვით ცნობადია!

30 წელზე მეტია, ულტრა-დამატენიანებელ ტანის რძეს მრავალი ოჯახი იყენებს თაობების განმავლობაში. მისი საკულტო სურნელი  წყლის შროშანის, ხეობის შროშანისა და კედრის ნოტებით გამოირჩევა.

ულტრა-დამატენიანებელი ტანის რძე იდეალურია მშრალი, მგრძნობიარე კანისთვის, ატენიანებს და კვებავს მას ზედაპირზე ცხიმიანი ფენის და წებოვანების შეგრძნების დატოვების გარეშე. მაშინაც კი, თუ არ გაწუხებთ მშრალი კანი, სასურველია, ყოველდღიურად დაატენიანოთ კანი, რათა ის იყოს ელასტიური, ბზინვარე და ჯანსაღი.

დერმატოლოგიური და პედიატრიული კონტროლის ქვეშ, მგრძნობიარე და მშრალ კანზე ტესტირებული ულტრა დამატენიანებელი ტანის რძე ჩვენს ლაბორატორიაში, საფრანგეთში შეიქმნა და დამზადდა.

აღმოაჩინეთ ULTRA-MOISTURIZING ხაზი

ასეთი ეფექტური ფორმულის არ გამოყენება ნამდვილად სამწუხარო იქნებოდა!

Ultra-Moisturizing ხაზი ხელმისაწვდომია რამდენიმე ფორმატში, რათა კომპანიონობა გაგიწიოთ მთელი დღის განმავლობაში და დაგეხმაროთ თქვენთვის შესაფერისი კანის მოვლის რუტინის შექმნაში. შეგიძლიათ ისარგებლოთ მისი დამატენიანებელი და დაჭიმულობის საწინააღმდეგო თვისებებით შხაპის ან აბაზანის მიღებისას ტოპიკრემის შხაპის ზეთით ან შხაპის გელით.

შემდეგ, თქვენი საჭიროებების მიხედვით, შეგიძლიათ აირჩიოთ ჩვენი გამაძლიერებელი ზეთი ან ჩვენი ცნობილი ბესტსელერი რძე. ნუ მოგერიდებათ ულტრა დამატენიანებელი ტანის მარგალიტისებრი ან მბზინავი რძის ვერსიის არჩევა.

ასევე, არაფერი გიშლით ხელს, რომ მონაცვლეობით გამოიყენოთ ჩვენი DERMOVÉGÉTAL ხაზი, რათა მიიღოთ ჩვენი მკვებავი ინგრედიენტების მაქსიმალური სარგებელი.

და ბოლო სილამაზის რიტუალი დაძინებამდე ან სახლიდან გასვლამდე – ჩვენი ხელის კრემის წასმა, რათა ებრძოლოთ მშრალ და დაზიანებულ კანს ამ უბანზეც, რომელიც განსაკუთრებით არის ზამთრის სიცივის ზემოქმედების ქვეშ.

პიგმენტური ლაქების გაჩენის წინააღმდეგ საბრძოლველად, დღისით აირჩიეთ ჩვენი MELA გამაერთიანებელი რძე, ხოლო ღამით დაიტოვეთ ულტრა დამატენიანებელი ტანის რძე.

რა განსხვავება სახისა და ტანის დამატენიანებელ საშუალებებს შორის?

სახის კანი უფრო თხელია, მეტად აქვს შეხება გარე სამყაროსთან და მგრძნობელობისკენ მიდრეკილია, ვიდრე ტანის კანი. ამიტომ, სახის დამატენიანებელი საშუალებები სპეციფიკური აქტიური ინგრედიენტებითაა შექმნილი, რათა დაიცვას ეს მგრძნობელობა და ხშირად სხვადასხვა ტექსტურით გამოდის, რათა სრულყოფილად მოერგოს კანის ყველა ტიპს: ნორმალურს, მშრალს, კომბინირებულს თუ ცხიმიანს. საპირისპიროდ, ტანის მოვლის საშუალებები ხშირად უფრო ინტენსიურ და ხანგრძლივ დატენიანებას ისახავს მიზნად.

TOPICREM გთავაზობთ სპეციალურად თითოეული არისთვის შექმნილ პროდუქტებს, მაგალითად, HYDRA+ სახის დამატენიანებელი საშუალებების ხაზს ან ULTRA-MOISTURIZING ტანის ლოსიონს.

როდის უნდა გამოიყენოთ დამატენიანებელი საშუალებები ოპტიმალური შედეგისათვის?

დამატენიანებელი კრემის წასმის იდეალური დროა შხაპის ან სახის დაბანისთანავე, სუფთა, ოდნავ ნოტიო კანზე. ეს ხელს უწყობს აქტიური ინგრედიენტების უკეთ შეწოვას და ეხმარება ქსოვილებში წყლის შენარჩუნებას. დამატენიანებელი კრემის ხელახლა წასმა შესაძლებელია დილით და საღამოს, განსაკუთრებით მშრალი კანის, დისკომფორტის ან სიცივისა და სიცხის ზემოქმედების შემთხვევაში.

რა ასაკიდან შეიძლება ULTRA-MOISTURIZING ხაზის გამოყენება?

ULTRA-MOISTURIZING ხაზის პროდუქტები განკუთვნილია მთელი ოჯახისთვის (გარდა ნაზი სკრაბის, ავტოგასარუჯი დამატენიანებელი რძისა, დამატენიანებელი ტანი რძისა მარგალიტის და ოქროსფერი ბზინვარების ეფექტით და გამაძლიერებელი ზეთისა).

ULTRA-MOISTURIZING ტანის დამატენიანებელი რძე ტესტირებულია დერმატოლოგიური და პედიატრიული კონტროლის ქვეშ და მისი გამოყენება დაბადებიდანვე შეიძლება. ეს მას იდეალურ საშუალებად აქცევს ჩვილებისთვის, ბავშვებისთვის, მოზრდილებისა და ხანდაზმულებისთვის, რომლებიც სირბილესა და ინტენსიურ დატენიანებას ეძებენ.

ხელის კრემი და დამამშვიდებელი დამატენიანებელი ტანის ბალზამი განკუთვნილია 3 წლიდან ბავშვებისთვის.

რამდენი ხანის განამვლობაში ატენიანებს ULTRA-MOISTURIZING ხაზის პროდუქტები?

ტოპიკრემის დამატენიანებელი ხაზის პროდუქტები, როგორიცაა ტანის ლოსიონი, დამამშვიდებელი ბალზამი, მბზინავი ან მარგალიტისფერი ტანის ლოსიონი და ხელის კრემი, უზრუნველყოფს 48 საათამდე განუწყვეტელ დატენიანებას. ეს მიიღწევა შესაძლებელია გლიცერინით გამდიდრებული ფორმულების წყალობით. ეს არის დერმატოლოგიური აქტიური ინგრედიენტი, რომელიც ცნობილია წყლის შეკავების უნარით. ეს პროდუქტები, შესაბამისად, ზღუდავს კანის დეჰიდრატაციას, თუნდაც ყველაზე პრეტენზიული კანისათვის.

არის თუ არა ULTRA-MOISTURIZING დამატენიანებლები საშუალებები განკუთვნილი მგრძნობიარე კანისთვის?

დიახ. ULTRA-MOISTURIZING კანის მოვლის ხაზის ყველა პროდუქტი შექმნილია ალკოჰოლის გარეშე და ტესტირებულია მგრძნობიარე კანზე. ისინი იცავენ კანის ბალანსს და ამშვიდებენ დაჭიმულობის და აქრობენ დისკომფორტის შეგრძნებას.

რატომ უნდა შეაჩეროთ არჩევანი ტოპიკრემის ULTRA-MOISTURIZING ხაზზე?

ტოპიკრემი აერთიანებს დერმატოლოგიურ ეფექტურობასა და გამოყენების სიამოვნებას. ULTRA-MOISTURIZING ხაზი შექმნილია კანის დასატენიანებლად, კომფორტის, სირბილისა და სასიამოვნო შეგრძნებების მოსანიჭებლად.

დნობადი ტექსტურების, მაღალი ხარისხის აქტიური ინგრედიენტების (გლიცერინი, შარდოვანა, ფუტკრის ცვილი და ა.შ.) და მრავალფეროვანი ფორმატების წყალობით, ტოპიკრემის დამატენიანებელი ტანის მოვლის საშუალებები გთავაზობთ სანდო ყოველდღიურ მოვლას ელასტიური და რბილი კანის შესანარჩუნებლად.