DERMO SPECIFIC
DERMO SPECIFIC ხაზი შედგება UR, PV/DS და PH5 პროდუქტებისგან. ტოპიკრემის სპეციალური საშუალებები დაგეხმარებათ, დაიბრუნოთ კომფორტი თქვენი ტანის, სახის, სკალპისა და თმისთვის.
UR 10 რუტინა გაუხეშებული კანისათვის
როგორ უნდა მივხვდეთ თუ კანი გაუხეშებულია?
გაუხეშებულ კანს ახასიათებს უხეში, გრანულარული ტექსტურა და კანის აქერცვლა. ეს ნიშნები, როგორც წესი, გამოწვეულია დატენიანების ნაკლებობით, მაგრამ, უპირველესად, კანის უჯრედების არანორმალური განახლებით (ჰიპერკერატინიზაციით).
TOPICREM UR, ტოპიკრემის შარდოვანაზე დაფუძნებული ხაზი
UR ტანის ხაზით შესაძლებელია კანის დარბილება და გაუხეშების წინააღმდეგ ბრძოლა. ის სპეციალურად ძალიან მშრალი და უხეში კანისთვის არის შექმნილი. კანის დამამშვიდებელი ეს საშუალებები, რომელთა დერმატოლოგიური აქტიური ინგრედიენტი არის შარდოვანა, ეფექტურად არბილებს კანს.
ტოპიკრემის UR ტანის ხაზი უზრუნველყოფს ეფექტურ, მსუბუქ კერატოლიზურ მოვლას ნაზი სურნელით, უხეში და ძალიან მშრალი კანის გასასწორებლად და დასარბილებლად.
პროდუქტი, რომელიც ნაზად წმენდს მთელი ოჯახის თავის კანს¹. Topicrem-ის PH5 ნაზი შამპუნი ერთ-ერთი მრავალფუნქციური პროდუქტია, რომელიც 3 წლიდან ბავშვებს და ზრდასრულებს შეუძლიათ ყოველდღიურად გამოიყენონ. ამ შაპუნის გამოყენებით თქვენ აღარ დაგჭირდებათ მრავალი სხვადასხვა დანიშნულების შამპუნი!
¹3 წლიდან
იდეალური საშუალება აქერცვლისა და ქერტლისაკენ მიდრეკილი კანისათვის
კანის აქერცვლისკენ მიდრეკილება შეიძლება მრავალი ფაქტორით იყოს გამოწვეული და ის ხშირად დისკომფორტის საფუძველია. ამ პრობლემა შესაძლოა ფსიქოლოგიური სირთულეებიც კი შექმნას. სკალპზე ქერტლის გაჩენა და კანის უხეში, გათეთრებული იერი ბევრისთვის რთულად ასატანი მდგომარეობაა.
ამ პრობლემების გადასაჭრელად, ტოპიკრემმა შევიმუშავეთ PV-DS ტანისა და სკალპის მოვლის საშუალება, რომელიც დაგეხმარებას აქეცილი კანის მოშორებაში და ასევე ხელს მის სამომავლოდ აქერცვლას. ეს არის პროდუქტი, რომელიც გეხმარებათ, თავი ისევ კარგად იგრძნოთ!
UR-10, სიმშრალის საწინააღმდეგო დამარბილებელი კრემი
UR-10 სიმშრალის საწინააღმდეგო დამარბილებელი კრემი იდეალური გამოსავალია უხეში კანისათვის. ეს კრემი გამდიდრებულია 10% შარდოვანათი და ფუტკრის ცვილით. ის სრულყოფილი საშუალებაა კანის დასატენიანებლად, ბარიერული ფუნქციის აღსადგენად, ინტენსიურად კვებისათვის და კომფორტის დასაბრუნებლად, რაც უხეშ კანს სჭირდება.
ინტენსიური მოქმედება კანის ელასტიურობის აღსადგენად: შარდოვანას 10%-იანი კონცენტრაცია, ფუტკრის ცვილთან ერთად, ამ კრემს ინტენსიურ მოქმედების შესაძლებლობას აძლევს. დღითი დღე, ის კანს უფრო ელასტიურს, რბილს და სასიამოვნოს ხდის, აქრობს დაჭიმულობის შეგრძნებას, რომელიც ხშირად ასოცირდება ძალიან მშრალ და უხეშ კანთან.
დამტკიცებული შედეგები: დერმატოლოგიური კონტროლის ქვეშ ჩატარებული კლინიკური კვლევები იძლევა საშუალებას ზუსტად იცოდეთ მოსალოდნელი შედგები. მონაწილეთა 100%-მა აღნიშნა, რომ კანი უფრო ელასტიური და ნაკლებად უხეში გახდა, ხოლო 95%-მა აღნიშნა, რომ კანი უფრო მეტად გაძლიერებული და აღდგენილი იყო*.
*კლინიკური კვლევა, 21 დღე, 21 სუბიექტზე.
განკუთვნილია მოზრდილებისთვის და ბავშვებისთვის: 3 წლიდან მთელ ოჯახს შეუძლია ისარგებლოს UR-10 კრემით და მისცეს თავს უფლება, რომ მოიხიბლოს მისი ნაზი ყვავილოვანი და ხისებრი ნოტებით. როდესაც თქვენი კანი დაიბრუნებს თავდაპირველ კომფორტს, შეგიძლიათ გააგრძელოთ მისი ტენიანობის შესანარჩუნებლად DERMOVEGETAL ხაზის გამოყენება, რომელიც ძალიან მშრალი კანისთვის არის შექმნილი.
UR-30, სიმშრალის საწინააღმდეგო დამარბილებელი კრემი
UR-30 სიმშრალის საწინააღმდეგო დამარბილებელი კრემი სპეციალურად შექმნილია სხეულის ლოკალიზებული გასქელებული, ჰიპერკერატოზული და უხეში უბნების საჭიროებების დასაკმაყოფილებლად, როგორიცაა: კანის გასქელება, კოჟრები და ჩაბრუნებული თმა. შარდოვანას მაღალი კონცენტრაციით (30%), ეს კრემი გთავაზობთ სრულყოფილ გადაწყვეტას კანის აქერცვლის, უხეში კანისა და გასქელებული უბნების წინააღმდეგ.
დამარბილებელი მოქმედება პირველივე გამოყენებიდან: შარდოვანას მაღალი შემცველობის წყალობით, UR-30 საშუალება გეხმარებათ ექფოლიაციაში და ასწორებს კანს პირველივე გამოყენებიდან. ქერცლი, გაუხეშება და გასქელება ეფექტურად მცირდება, რაც მყისიერ სირბილისა და კომფორტის შეგრძნებას იძლევა.
ხანგრძლივი დამამშვიდებელი მოქმედება: დამამშვიდებელი წყალმცენარეების პრებიოტიკებითა და ალანტოინით გამდიდრებული ეს კრემი ამშვიდებს ქავილსა და დისკომფორტს, რომლებიც გასქელებული კანის უბნებს უკავშირდება. ის იცავს კანის ბარიერს და უზრუნველყოფს ხანგრძლივ შვებას, რაც კანს უფრო სასიამოვნოსა და ელასტიურს ხდის.
კომფორტული გელისებრი-კრემისებრი ტექსტურა: მოიხიბლეთ კომფორტული, უცხიმო და არაწებოვანი კრემისებრი ტექსტურით. ის მარტივია გამოსაყენებლად, სწრაფად შეიწოვება და კანს თვალსაჩინოდ გლუვს, რბილს და ელასტიურს ხდის.
დამტკიცებული ეფექტურობა 5 დღიდან: დერმატოლოგიური კონტროლის ქვეშ ტესტირებული ტესტირებით დადგენილი დროის პერიოდი გარანტირებული ეფექტურობისათვის.
აქერცვლისაკენ მირდეკილი კანისა და ქერტლის მქონე სკალპისათვის შეგიძლიათ გამოიყენოთ ტოოპიკრემის PV-DS დასაბანი გელი.
ტოპიკრემის PH5 შამპუნი მთელი ოჯახისათვის
წარმოგიდგენთ ტოპიკრემის PH5 შამპუნს, თმის მოვლის საშუალებას, რომელიც ნაზად წმენდს და ინარჩუნებს მგრძნობიარე სკალპის ნაზ ბალანსს. ეს პროდუქტი განკუთვნილია მთელი ოჯახისთვის და მისი გამოყენება შეიძლება ყოველდღიურად ბზინვარე და რბილი თმის მისაღებად.
ნაზი წმენდა: PH5 ნაზი შამპუნი, რომელიც გამდიდრებულია დიგლიცერინით და ტესტირებულია დერმატოლოგიური და ოფთალმოლოგიური კონტროლის ქვეშ, უზრუნველყოფს სკალპის დელიკატურ წმენდას და თმას სუფთას ტოვებს, მისი დაზიანების გარეშე.
ოპტიმალური დაცვა: ამ შამპუნის უნიკალური ფორმულა იცავს და ზრუნავს სკალპზე უფრო ძლიერი და აღდგენილი თმისათვის.
ხშირი გამოყენება: შამპუნის ნაზი ფორმულა საშუალებას იძლევა ხშირი გამოყენების. ეს შამპუნი განკუთვნილია ყველა ტიპის თმისათვის, მისი გამოყენება შეიძლება ყოველდღიურად, თქვენი საჭიროებების მიხედვით.
განკუთვნილია მთელი ოჯახისთვის: შესაფერისია ყველა ასაკისთვის, 3 წლიდან ბავშვებისთვისაც კი, მოზარდებისთვის და მოზრდილებისთვის. იდეალურია მგრძნობიარე სკალპისა და ნაზი თმისათვის, როგორც პატარებისთვის, ასევე მოზრდილებისათვის, PH5 ნაზი შამპუნი აკმაყოფილებს ოჯახის თითოეული წევრის სხვადასხვა საჭიროებას.
სასიამოვნო ტექსტურა: ისიამოვნეთ მსუბუქი, უხვი და ადვილად ჩამოსაბანი ქაფით. მიეცით თავს უფლება, რომ დატკბეთ მისი ნაზი სურნელით, რომელიც ატმის, იასამნის, ჰიაცინტის, სანდლის ხისა და ქარვის ნოტებით გამოირჩევა.
რა პროდუქტებთან ერთად არის PH5 შამპუნის გამოყენება რეკომენდირებული
შხაპის ან აბაზანის მიღებისას განტვირთვისა და სიამოვნებისათვის, გირჩევთ, რომ PH5 შამპუნის სირბილე შეუხამოთ ტოპიკრემის ULTRA-MOISTURIZING ხაზის შხაპის ზეთის კომფორტს, მშრალი კანისთვის. ტოპიკრემის შხაპის ზეთი თქვენს კანს გახდის ელასტიურს, გამოკვებავს მას და დაატენიანებს 8 საათის განმავლობაში¹, მასში შემავალი გლიცერინისა და ზეითუნის ზეთის წარმოებულების წყალობით. ამავე ხაზის ტანის კრემის გამოყენება აუცილებელია გამომშრალი კანისთვის მისი ელასტიურობის დასაბრუნებლად. ეს არის საკულტო საშუალება, რომელიც ხელმისაწვდომია რამდენიმე ფორმატში, მათ შორის დიდი მოცულობითაც, ოჯახის ყველა წევრისთვის.
TOPICREM PV-DS დასაბანი გელი — თავის მოვლის საშუალება, რომელიც დაგავიწყდებთ რა არის კანის აქერცვლა
Topicrem PV/DS დასაბანი გელი სპეციალურად შექმნილია ქერცლისკენ მიდრეკილი კანის საჭიროებების დასაკმაყოფილებლად. ფორმულა, რომელიც პიროქტონ ოლამინს შეიცავს, ხელს უწყობს ქერცლისა და ქერტლის მოშორებას, ამცირებს მათ გაჩენის შანსებს და უზრუნველყოფს კანის კომფორტს.
Topicrem PV/DS დასაბანი გელი განკუთვნილია მთელი ოჯახისთვის 3 წლიდან, მისი გამოყენება შეიძლება სახისთვის, ტანისთვის, თმისა და სკალპისთვის, ასევე გარე ინტიმური არისათვის. ეს მრავალმხრივი გელი ნაზად წმენდს, ატენიანებს კანს და ამშვიდებს დისკომფორტის შეგრძნებებს. ტესტირებულია დერმატოლოგიური და გინეკოლოგიური კონტროლის ქვეშ, რაც მის უსაფრთხოებას უზრუნველყოფს.
როგორ გამოვიყენოთ PV-DS დასაბანი გელი?
ოპტიმალური შედეგისათვის, წაისვით გელი სველ კანზე და თმაზე, გაიჩერეთ 5 წუთის განმავლობაში (გარდა გარე ინტიმური არისა, უნდა ჩამოიბანოთ დაუყოვნებლივ), შემდეგ კარგად ჩამოიბანეთ. თვალებთან კონტაქტის შემთხვევაში, კარგად ჩამოიბანეთ წყლით.
სკალპის მოვლის რუტინაში შეგიძლიათ მონაცვლეობით გამოიყენოთ PH5 შამპუნი.
რა თავის მოვლის რუტინაა აუცილებელი აქერცვლისკენ მიდრეკილი კანისათვის?
PV-DS გამწმენდი გელით კანისა და სკალპის გაწმენდის გარდა, აქერცვლისკენ მიდრეკილი კანის მოსავლელად, შხაპის ან აბაზანის შემდგომ, ყოველდღიურად წაისვით მდიდარი, დამარბილებელი UR კრემი.
აირჩიეთ ფორმულა, რომელიც შეიცავს ისეთ ინგრედიენტებს, როგორიცაა ჰიალურონის მჟავა, გლიცერინი, შიის კარაქი ან ტკბილი ნუშის ზეთი. კრემი უხვად წაისვით, განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ ყველაზე მშრალ უბნებს. ტანის კანის დასატენიანებლად, ელასტიურობისა და გლუვი ტექსტურის აღსადგენად გადახედეთ ტოპიკრემის UR და DA Protect ხაზებს, რომლებიც ყველაზე მომთხოვნი კანის მოსავლელად არის შექმნილი. ტენიანობის ოპტიმალური დონის შენარჩუნება აუცილებელია ქერცლის გაჩენის თავიდან ასაცილებლად, ამიტომ არ დაგავიწყდეთ ტანის კრემის წასმა!
ასევე, კვირაში ერთხელ ან ორჯერ, გამოიყენეთ ULTRA-MOISTURIZING ნაზი სკრაბი ექსფოლიაციისათვის, რათა მოიშოროთ კანის მკვდარი უჯრედები და ხელი შეუწყოთ უჯრედების განახლებას.



