MELA : პიგმენტური ლაქების წინააღმდეგ
MELA ხაზი არის პიგმენტური ლაქების საწინააღმდეგო ექსპერტი სახისა და ტანისათვის. ტოპიკრემის პროდუქცია მოქმედებს ყველა ტიპის ლაქასა და ფოტოტიპზე, რათა კანი იყოს თანაბარი და ბზინვარე.
პროდუქტები MELA ხაზიდან
MELA რუტინა ლაქებისკენ მიდრეკილი კანისათვის
როგორ ჩნდება პიგმენტური ლაქები?
პიგმენტური ლაქები შეიძლება გამჩნდეს ნებისმიერ ასაკში, ნებისმიერი ტიპისა და ფერის კანზე. მათი გაჩენის სამი ძირითადი ფაქტორი არსებობს:
მზე: მზისგან გამოწვეული ლაქები, როგორც წესი, დროთა განმავლობაში ჩნდება, მზეზე დიდი დროის გატარების შემდეგ. ისინი ძირითადად ჩნდება ღია უბნებზე, როგორიცაა სახე, კისერი, დეკოლტე და ხელები. მზე ასევე იწვევს ე.წ. „ასაკობრივ ლაქებს“.
ანთება: ეს კანის ნორმალური რეაქციაა დაზიანების დროს, როდესაც ის თავის თავს აღადგენს. ამ პროცესმა შეიძლება გამოიწვიოს ლაქის გაჩენა, განსაკუთრებით აკნეს გამონაყარის შემთხვევაში.
ჰორმონული ფაქტორი: ზოგიერთმა მედიკამენტმა, მაგალითად, ჩასახვის საწინააღმდეგო აბებმა, რომლებიც ცვლიან ჰორმონალურ ბალანსს, შეიძლება გამოიწვიონ ლაქების გაჩენა. ასევე, ცხოვრების გარკვეულმა პერიოდებმა, როგორიცაა ორსულობა ან მენოპაუზა, შესაძლოა გავლენა იქონიოს პიგმენტური ლაქების წარმოქმნაზე.
MELA - დაპატენტებული კომპლექსის, პროფისიონალური საშუალება პიგმენტური ლაქების წინააღმდეგ
MELA არის ტოპიკრემის ლაქების საწინააღმდეგო ტანის ექსპერტული ხაზი, რომელის სამიზნეცაა ყველა ტიპის ლაქა – მზისგან გამოწვეულ ლაქებს, ორსულობის შემდგომ ლაქებს, გამონაყარის კვალს, კანის არათანაბარ ტონალობას და დაბერებულ კანს.
TOPICREM MELA ხაზი შექმნილია იმისათვის, რომ გაათანაბროს და გამოკვეთოს ლაქებისკენ მიდრეკილი კანის ბზინვარება, ყველა ღია თუ მუქი ფოტოტიპისთვის. კონცენტრირებული ფორმულები, რომლებიც აერთიანებს ლაქების კორექციას, მათ პრევენციას და სახის კანის გათანაბრებას, დაპატენტებული¹ MELA კომპლექსის [ზღვის წყალმცენარეების ექსტრაქტი + ნიაცინამიდი] წყალობით, გთავაზობთ კანის მოვლის საშუალებებს, რომლებიც მოქმედებს ყველა ტიპის ლაქაზე და ყველა ღია თუ მუქ ფოტოტიპზე, რათა კანი იყოს ერთგვაროვანი და ბზინვარე.
ტოპიკრემის ხაზის თითოეული პროდუქტი თქვენი ყოველდღიური მოკავშირე გახდება, რათა გქონდეთ ერთგვაროვანი, კაშკაშა და ბუნებრივად ბზინვარე კანი.
ექსპერტი ყველა ტიპის ლაქების წინააღმდეგ. Topicrem-მა შეიმუშავა სპეციალური ხაზი პიგმენტური დარღვევების მქონე კანისთვის (მელაზმა, მზის ლაქები, ნაკლოვანებები, კანის არათანაბარი ტონალობა, კანის დაბერება და ა.შ.). ეს პრობლემები შეიძლება გაჩნდეს მზის ზემოქმედების, ორსულობასთან დაკავშირებული ჰორმონული ცვლილებების, დაზიანებების შემდეგ და ა.შ., რაც სახის კანს მკრთალსა და არათანაბარს ხდის. Topicrem MELA ხაზის სახის მოვლის საშუალებები გეხმარებათ ლაქების შემცირებაში და მათ გაჩენის პრევენციაში, რათა კანი გახდეს თანაბარი, ბზინვარე და კაშკაშა.
რა სარგებელი აქვს TOPICREM MELA ხაზს?
Topicrem MELA სახის მოვლის საშუალებები შექმნილია დაპატენტებული MELA კომპლექსით, რომელიც წყალმცენარეების ექსტრაქტისა და ნიაცინამიდის უნიკალური კომბინაციაა და სინერგიულად მოქმედებს მელანინის წარმოქმნაზე, რომელიც პასუხისმგებელია კანის პიგმენტაციაზე. დროთა განმავლობაში ლაქები მცირდება, კანი კი უფრო თანაბარი და ბზინვარე ხდება.
არსებულ ლაქებზე ეფექტურობის გარდა, MELA სახის მოვლის საშუალებები ხელს უშლის ახალი ლაქების გაჩენას კანის ტექსტურის გამაერთიანებელი აქტიური ინგრედიენტების ძლიერი კოქტეილისა და მზისგან დამცავი საშუალებების არსებობის წყალობით, რაც სრულყოფილ გადაწყვეტას გვთავაზობს ყველა ტიპის პიგმენტური ლაქისთვის.
როგორც ლაქების კორექციაზე, ასევე მათი ხელახალი გაჩენის პრევენციაზე მოქმედებით, MELA ხაზი აუცილებელ წინადპირობად იქცება უფრო ბზინვარე და თანაბარი სახის კანისათვის.
როგორ უნდა გამოიყენოთ TOPICREM MELA ხაზი პიგმენტური ლაქების წინააღმდეგ?
ჰიპერპიგმენტაცია შესაძლოა სერიოზულ პრობლემას წარმოადგენდეს, მაგრამ TOPICREM MELA სახის მოვლის რუტინის დანერგვით, თქვენ შეძლებთ პიგმენტური ლაქების შემცირებას და თავიდან აცილებას. თანდათან დაიბრუნებთ ბზინვარე და თანაბარ კანს, რადგან TOPICREM MELA ხაზი მოქმედებს ყველა ტიპის ლაქაზე (ორსულობის, ჰორმონალური, აკნეს შემდგომი, ასაკობრივი, მზისგან გამოწვეული და ა.შ.). ტოპიკრემის საშუალებები ტესტირებულია ყველა ფოტოტიპისა და მგრძნობელობის კანზე.
პიგმენტური ლაქების საწინააღმდეგო სახის სერუმი: MELA შრატი ნამდვილი კონცენტრატია, რომელიც ასწორებს უკვე არსებულ ჰიპერპიგმენტაციას და ამავდროულად ხელს უშლის ახალი ლაქების გაჩენას. ეს გამაძლიერებელი საშუალება გამოიყენება დილით, MELA პიგმენტური ლაქების საწინააღმდეგო დღის კრემამდე, ხოლო საღამოს – MELA პიგმენტური ლაქების საწინააღმდეგო ღამის კრემამდე. სულ რაღაც 7 დღეში თქვენ უკვე შეძლებთ შეაფასოთ მისი ეფექტურობა თქვენი კანის ბზინვარებაზე!
პიგმენტური ლაქების საწინააღმდეგო დღის კრემი: შრატის გამოყენების შემდეგ, წაისვით MELA პიგმენტური ლაქების საწინააღმდეგო დღის კრემი, რომელიც შეიცავს SPF 50+-ს, რათა დაგიცვათ მზის დაზიანებისგან, რამაც შეიძლება პიგმენტური ლაქები გამოიწვიოს! მას ასევე აქვს უპირატესობა, რომ იცავს კანს ლურჯი სინათლისგან, რაც აუცილებელია, თუ დღის უმეტეს ნაწილს ეკრანთან ატარებთ!
პიგმენტური ლაქების საწინააღმდეგო ღამის კრემი: კორექციული მოქმედებისთვის პირველივე ღამიდან, წაისვით ჩვენი MELA ღამის კრემი, რომელიც ნაზი პილინგის მსგავსად მოქმედებს. მისი პროგრესული მოქმედება უზღუნველყოფს კანის ბზინვარებას, ქიმიური და ფერმენტული პილინგის წყალობით.
დამატებითი მოვლა: კვირაში ერთხელ ან ორჯერ, გაიწმინდეთ სახე ჩვენი MELA კანის ტონალობის გამაერთიანებელი ექსფოლიაციური საპონი. გარგარის კურკებზე დაფუძნებული, ის აშორებს მკვდარ უჯრედებს, რომლებიც კანზე გროვდება და ამით უბრუნებს კანს ბზინვარებას. მასში შემავალი ზეითუნის ზეთი და ქოქოსის ზეთი კვებავს ეპიდერმისს რბილი, ხავერდოვანი კანისთვის. ბზინვარების მყისიერი გაძლიერებისთვის კი გამოიყენეთ MELA პიგმენტური ლაქების საწინააღმდეგო ბზინვარების მიმნიჭებელი ნიღაბი, ორი-ერთში პროდუქტი, რომელიც 10 წუთში თქვენს კანს გახდის კაშკაშას.
შეიცავს თუ არა TOPICREM MELA ჰიდროქინონს?
არა, TOPICREM MELA პროდუქტები არ შეიცავს ჰიდროქინონს, მოლეკულას, რომელმაც შესაძლოა კანის გაუფერულება გამოიწვიოს.
ევროპაში წარმოებულ არც ერთ დერმო-კოსმეტიკურ პროდუქტს არ აქვს ნებართვა ჰიდროქინონის გამოყენების. ვინაიდან ტოპიკრემის პროდუქტები საფრანგეთში მზადდება, ისინი შეესაბამება ევროპულ რეგულაციებს. MELA ხაზი სარგებლობს დაპატენტებული კომპლექსით¹ მგრძნობიარე კანისთვის, სწრაფი და ხანგრძლივი ეფექტურობით.
რა ინგრედიენტებია ეფექტური პიგმენტური ლაქების წინააღმდეგ?
ყველა ტიპის ლაქის (მზის, აკნეს შემდგომი, ორსულობის და ა.შ.) მოსაცილებლად რეკომენდებულია აქტიური ინგრედიენტების გამოყენება, რომლებიც ეფექტურიც არის და მგრძნობიარე კანისთვის მარტივი ასატანიც:
ზღვის წყალმცენარეების ექსტრაქტი: კანის ტონალობის გამაერთიანებელი და ლაქების საწინააღმდეგო მოქმედება.
ნიაცინამიდი (ვიტამინი B3): ცნობილია თავისი კანის ტონალობის გამაერთიანებელი და დამამშვიდებელი მოქმედებით.
ფართო სპექტრის მზის ფილტრები: პიგმენტური ლაქების გაუარესების თავიდან ასაცილებლად.
MELA ლაქების საწინააღმდეგო ხაზი ყველა ტიპის კანისთვის არის განკუთვნილი?
დიახ! MELA-ს ყველა პროდუქტი დერმატოლოგიურად ტესტირებულია ღია და მუქი კანის ტიპებზე და შეიძლება გამოყენებულ იქნას ღია, მუქ ან ძალიან მუქ კანზე. ეს ხაზი შეიძლება გამოყენებული იყოს მგრძნობიარე კანისთვის, ლაქებისკენ მიდრეკილი ან არათანაბარი კანის ტონალობის მქონე კანისთვის.
შეიძლება MELA-ს გამოყენება მთელი წლის განმავლობაში?
რა თქმა უნდა! ლაქების საწინააღმდეგო რუტინა გრძელვადიან პერსპექტივაში ეფექტურია. მნიშვნელოვანია მისი გამოყენების გაგრძელება მთელი წლის განმავლობაში, ზამთარშიც კი, რადგან UVA სხივები ყველა სეზონზეა აქტიური.
ტოპიკრემის რა საშუალებები უნდა ჩართოთ ლაქების საწინააღმდეგო სრულყოფილ რუტინაში?
MELA ხაზის ყველა პროდუქტი იდეალურია ლაქების საწინააღმდეგო რუტინისთვის. როგორ შეგიძლიათ ჩართოთ ისინი თქვენს ყოველდღიურ კანის მოვლის რუტინაში:
დილა:
- MELA პიგმენტური ლაქების საწინააღმდეგო სახის სერუმი
- MELA პიგმენტური ლაქების საწინააღმდეგო დღის კრემი SPF50+
საღამო:
- MELA პიგმენტური ლაქების საწინააღმდეგო ღამის პილინგ კრემი
ტანისთვის:
- MELA პიგმენტური ლაქების საწინააღმდეგო დამატენიანებელი რძე
კვირაში ერთხელ ან ორჯერ, თქვენი არჩევანით:
- MELA კანის ტონალობის გამაერთიანებელი ექსფოლიაციური საპონი ან/და MELA პიგმენტური ლაქების საწინააღმდეგო ბზინვარების მიმნიჭებელი ნიღაბი
რატომ უნდა აირჩიოთ TOPICREM-ის MELA პიგმენტური ლაქების საწინააღმდეგო ხაზი?
MELA ლაქების საწინააღმდეგო მოვლის ხაზი გთავაზობთ ექსპერტულ, ნაზ და სრულყოფილ მიდგომას პიგმენტური ლაქების შესამცირებლად, მგრძნობიარე კანის დაზიანების გარეშე:
სახისა და ტანის მოვლის საშუალებები ტესტირებულია ღია და მუქი კანის ტიპებზე.
დამტკიცებული ეფექტურობა 7 დღიდან* (ლაქების საწინააღმდეგო სახის შრატი) ყველა ტიპის ლაქაზე (მზის, ნაკლოვანებების შემდგომი კვალი, კანის დაბერება, კანის არათანაბარი ტონალობა და ა.შ.).
მარტივი რუტინა ყოველდღიურ ცხოვრებაში ინტეგრირებისთვის, სასიამოვნო ტექსტურებითა და თვალსაჩინო შედეგებით.







