DERMOVEGETAL

DERMOVEGETAL

TOPICREM DERMOVEGETAL - ულტრა-მკვებავი და ეკომეგობრული ხაზი, რომელიც იცავს მშრალ და ძალიან მშრალ კანს და ამცირებს გაღიზიანებას.

DERMOVEGETAL

DERMOVEGETAL რუტინა მშრალი და ატოპიური კანისათვის

TOPICREM DERMOVEGETAL – ტოპიკრემის მკვებავი, ვეგანური და ეკომეგობრული ხაზი მთელი ოჯახისთვის.
რა არის კანის გამოშრობა?

რა არის კანის გამოშრობა?

ჰიდროლიპიდური ფირი, რომელიც იცავს კანს, შედგება წყლისა და ლიპიდებისაგან. ძალიან მშრალ კანში ლიპიდების შემცველობა დაბალია, რის გამოც ჰიდროლიპიდური ფირის მიერ შექმნილი დამცავი ბარიერი ვეღარ ფუნქციონირებს სათანადოდ. შედეგად, კანიდან წყლის აორთქლება უფრო ჩქარა ხდება, ხოლო გარე ფაქტორები კანზე უფრო მარტივად ახდენენ უარყოფით ზეგავლენას.

DERMOVÉGÉTAL –  მკვებავი ხაზი მთელი ოჯახისათვის

DERMOVÉGÉTAL – მკვებავი ხაზი მთელი ოჯახისათვის

ტოპიკრემის DERMOVEGETAL ხაზი სპეციალურად განკუთვნილია მშრალი და ძალიან მშრალი კანისა და თმისთვის მთელი ოჯახისათვის. ის წარმოადგენს უფრო ძლიერად მკვებავ ალტერნატივას ULTRA-MOISTURIZING ხაზისათვის იმ პერიოდებში, როდესაც კანი ხდება უკიდურესად მშრალი, მაგალითად, ძლიერ სიცივესა ან სტრესულ ვითარებაში.

DERMOVEGETAL-ის კრემისებრი და მდნარი ტექსტურა ანიჭებს კანს აბრეშუმისებრ და ხავერდოვან შეგრძნებას, ხოლო მისი უნიკალური აქტიური ტექსტურა ხელს უწყობს კანის ბარიერის აღდგენას და უზრუნველყოფს მყისიერი კომფორტის შეგრძნებას.

DERMOVEGETAL ხაზის მიზანია შეამციროს გარემოზე ზემოქმედება - მასში გამოყენებულია მცენარეული წარმოშობის აქტიური ინგრედიენტები და ეკომეგობრულიი შეფუთვა. ისევე როგორც TOPICREM-ის დანარჩენი ხაზები, DERMOVEGETAL ასევე იწარმოება საფრანგეთში.

DERMOVEGETAL ტანის კრემი

ისიამოვნეთ ულტრა-მკვებავი ტანის კრემით ყოველდღიურად, ის კვებავს ძალიან მშრალ კანს 48 საათის განმავლობაში*. ეს ეკომეგობრული ინოვაცია საშუალებას გაძლევთ იზრუნოთ საკუთარ თავზე კომპრომისების გარეშე.

მდიდარი ტექსტურა: DERMOVEGETAL ულტრა-მკვებავი ტანის კრემი გამოირჩევა კრემისებრი, ნაზი და დნობადი ტექსტურით, რომელიც კანზე წასმისას ტოვებს ხავერდოვან, დამცავ და რბილ „მეორე კანის“ ეფექტს, ცხიმიანი ფენის გარეშე. მზესუმზირის ლეციტინი უზრუნველყოფს კანთან სრულყოფილ ჰარმონიას, რაც საშუალებას აძლევს აქტიურ ინგრედიენტებს ოპტიმალურად შეაღწიონ კანში, რათა მიიღოთ ხილული და ხანგრძლივი შედეგები, გააძლიეროს კანის ბარიერი ღრმა, ხანგრძლივი დატენიანებისთვის.

ვეგანური და ეკომეგობრული ვალდებულება: კრემის ფორმულა 96% ნატურალური წარმოშობის ინგრედიენტებისგან შედგება და შეესაბამება ტოპიკრემის ვეგანურ ქარტიას. ეკომეგობრული შეფუთვა შეიცავს გადამუშავებულ პლასტმასს, რითიც იცავს გარემოს.

დამატენიანებელი და მკვებავი საოჯახო მოვლა: შექმნილია მთელი ოჯახისთვის, დერმატოლოგიურად და პედიატრიულად ტესტირებული, ტოპიკრემის კრემი ატენიანებს კანს 48 საათის განმავლობაში, ღრმად კვებავს და აადვილებს სწრაფად ჩაცმას. იდეალურია მშრალი და ძალიან მშრალი კანისთვის.

კანის დატენიანება და კვება: DERMOVEGETAL ტანის კრემი უზრუნველყოფს კანსი ინტენსიურად კვებას, ხდის მას სასიამოვნოს, ამშვიდებს და ხსნის დაჭიმულობის შეგრძნებას.

DERMOVEGETAL დასაბანი კრემი

TOPICREM DERMOVÉGÉTAL შხაპის კრემი არის გამწმენდი საშუალება, რომელიც აერთიანებს ეფექტურობას, ნატურალურ ინგრედიენტებსა და კანის მოვლას. ეს სასიამოვნო გამოცდილება უზრუნველყოფს დატენიანებასა და კვებას მთელი ოჯახისთვის. აღმოაჩინეთ ამ გამორჩეული ფორმულის სარგებელი, რომელიც 97% ნატურალური წარმოშობის ინგრედიენტებისგან შედგება.

ნატურალური და სასარგებლო ფორმულა: DERMOVÉGÉTAL შხაპის კრემი თავის სირბილეს იღებს ალოე ვერას ექსტრაქტისგან, ინგრედიენტისგან, რომელიც ცნობილია თავისი დამატენიანებელი, აღმდგენი და დამამშვიდებელი თვისებებით.

ხანგრძლივი დამატენიანებელი ეფექტი: პირველივე გამოყენებიდან კანი აღიდგენს წყლის ბალანსს, რაც მნიშვნელოვნად ამცირებს კანის სიმშრალის შეგრძნებას.

კანის კვება და სირბილე: კანი არის რბილი, იგი კარგადაა ნაკვები, ხოლო თქვენ კი იღებთ კომფორტის შეგრძნებას. ფორმულის კრემისებრი ტექსტურა კანს ნაზ საფარში ახვევს, ტოვებს დახვეწილ ყვავილოვან სურნელს. ყოველი გამოყენება სიამოვნების მომენტად იქცევა, რაც ხელს უწყობს მოვლის რუტინას, რომელიც აერთიანებს ეფექტურობასა და კომფორტს.

DERMOVEGETAL მყარი შამპუნი

ისიამოვნეთ ელასტიური, მბზინვარე და ინტენსიურად დატენიანებული თმით ჩვენი DERMOVEGETAL მყარი შამპუნით. ის გამდიდრებულია ორგანული გამხმარი ქოქოსის რბილობის ზეთით – ფორმულით, რომელიც თქვენს მშრალ თმას სრულყოფილ მოვლას სთავაზობს.

კრემისებრი ტექსტურა და სასიამოვნო სურნელი: DERMOVEGETAL მყარი შამპუნის უხვი და კრემისებრი ქაფი თქვენი თმის მოვლის რიტუალს ნამდვილ კომფორტის მომენტად აქცევს. მიეცით თავს უფლება, რომ შვრიისა და თაფლის ნაზმა სურნელმა მოგცეთ ენერგია – ეს არის სურნელოვანი გამოცდილება, რომელიც თქვენს შეგრძნებებს გააღვიძებს.

ეკოლოგიური ვალდებულება: ტოპიკრემი ვცდილობს შევქმნს უფრო ეკომეგობრული ფორმულები. ფორმულა შეიცავს 93% ნატურალური წარმოშობის ინგრედიენტებს და შეესაბამება ტოპიკრემის ვეგანურ ქარტიას. ტოპიკრემის მყარი შამპუნი შექმნილია უწყლოდ, რაც იმას ნიშნავს, რომ ნაკლები პროდუქტის შეფუთვაა საჭირო, ხოლო შეფუთვა არ შეიცავს პლასტმასს ან ზედმეტ შეფუთვას. მუყაოს ყუთი მიღებულია ეკოლოგიურად მართული ტყეებიდან.

ნაზი და მკვებავი წმენდა: ჩვენი მყარი შამპუნი ნაზად წმენდს და ამავე დროს კვებავს მშრალ თმას. ორგანული გამხმარი ქოქოსის რბილობის ზეთი, რომელიც შერჩეულია მისი კანთან და თმასთან სრულყოფილი თავსებადობის გამო, ღრმად კვებავს, ასწორებს თმის ბოჭკოს და იცავს მას.